ყვარლის ლაშარის ჯვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ლაშარის ჯვარი—ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფ...
(განსხვავება არ არის)

10:52, 25 იანვარი 2020-ის ვერსია

ლაშარის ჯვარი—ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ შილდაში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. იგი არის დარბაზული და ნაგებია ნატეხი ქვით. მოგვიანებით შეულესავთ და შეუთეთრებიათ. დაზიანებულია, ჩაქცეულია გადახურვა, მორღვეულია კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომლის შუაში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმელი. მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშიაცაა. სამხრეთ კედელში მოწყობილია ღრმა ნიშა. დარბაზში დგას მასიური ტრაპეზი, რომელსაც დასავლეთიდან ნიშები აქვს.

ლიტერატურა