მთისძირის მეორე ეკლესია და სამაროვანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}}'''ეკლესია და სამაროვანი''' — არქიტექტურულ არქეოლოგიური ძ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/MariSagina|MariSagina]]|2=2020 წლის 25 იანვარი}}'''ეკლესია და სამაროვანი''' — არქიტექტურულ არქეოლოგიური ძეგლი, რომელიცმდებარეობს სოფელ მთისძირის თავში, მდინარე არეშის მარცხენა ნაპირზე, მდინარისადა უსახელო ღელის შესართავთან. ეკლესია დგას შემაღლებულ ადგილას, რომელსაც დასავლეთიდან მდინარის ფლატე საზღვრავს, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კი – ღელე. ადრე სოფლის ამ უბანში ლეკებს უცხოვრიათ და ეკლესიას „ენძება“ ჰრქმევია, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობიდან ზოგიერთი, ეკლესიას დღემდე „ანძებას“ უწოდებს. ეკლესია თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით, სამაროვანი XI-XIII საუკუნეებით. ძეგლი გაითხარა 1978 წელს, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არეშის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. ჭილაშვილი. ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა. იგი სხვადასხვა პერიოდის ორ სამშენებლო ფენას შეიცავს. შენობის სწორკუთხოვან გეგმაში ჩაწერილია, ერთმანეთისგან კედლებით გამიჯნული, სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებლად ეკლესიებს წარმოადგენდნენ. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით, უფრო განიერი და მაღალია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით. საკურთხევლის სამხრეთით მოწყობილია გეგმით სწორკუთხა, მცირე სათავსი - სადიაკვნე, რომელსაც
არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. ჭილაშვილი. ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა. იგი სხვადასხვა პერიოდის ორ სამშენებლო ფენას შეიცავს. შენობის სწორკუთხოვან გეგმაში ჩაწერილია, ერთმანეთისგან კედლებით გამიჯნული, სამი სადგომი, რომლებიც დამოუკიდებლად ეკლესიებს წარმოადგენდნენ. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით, უფრო განიერი და მაღალია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით. საკურთხევლის სამხრეთით მოწყობილია გეგმით სწორკუთხა, მცირე სათავსი - სადიაკვნე, რომელსაც
შუა ეკლესია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში გაჭრილი კარით უკავშირდება. მეორე შესასვლელი სათავსს დასავლეთიდან, სამხრეთის კედლიდან აქვს. ჩრდილოეთ ეკლესია ერთიანია – დაუნაწევრებელი. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია სწორი კედლით, რომელიც სამხრეთ სათავსის აღმოსავლეთ კედლის მსგავსად, შუა ეკლესიის აღმოსავლეთ კედელს ებმის. შუა ეკლესიის, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, სადიაკვნეში შესასვლელის მოპირდაპირედ არსებული კარის მიხედვით , შეიძლება ვიფიქროთ, რომ უკანასკნელის მსგავსი სათავსი საკურთხევლის ჩრდილოეთითაც იყო მოწყობილი, რომელიც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. ამ სათავსში შესასვლელის გვერდით, შუა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში, კიდევ ერთი კარია და ჩრდილოეთ ეკლესიაში გადის. გვერდითი ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებულია დერეფნით, რომელიც მათ შორის, შენობის დასავლეთ ნაწილშია მოწყობილი.
გათხრებისას ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის მთელ სიგრძეზე, ასევე აღმოსავლეთ სათავსების გარეპირის გასწვრივ, გამოჩნდა სამსაფეხურიანი ცოკოლი, რომელსაც ეყრდნობოდა შესაბამისი კედლები. გვერდითი ეკლესიების კედლებს ცოკოლი არა აქვს და მათი საჭირო საძირკველიც გაცილებით დაბალია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა წარმოვიდგინოთ ეკლესიის თავდაპირველი იერსახე–სამსაფეხურიან ცოკოლზე მდგარი დარბაზული ეკლესია, საკურთხევლის ორივე მხარეს მდებარე სწორკუთხა სათავასებით. გვერდითი ეკლესიების და მათი დამაკავშირებელი დერეფნის მშენებლობა, ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში ჩატარებულ გადაკეთებას უკავშირდება.