მთისძირის ეკლესია და სამაროვანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ეკლესია და სამაროვანი''' — არქიტექტურულ, არქეოლოგიური ძეგლ...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/MariSagina|MariSagina]]|2=2020 წლის 25 იანვარი}}'''ეკლესია და სამაროვანი''' — არქიტექტურულ, არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფელ მთისძირის თავში, მდინარე არეშის მარცხენა ნაპირას, მდინარიდან ოციოდე მეტრის მანძილზე, შემაღლებულ ადგილას. ძეგლი ნანგრევებად იყო ქცეული და მთლიანად იყო დაფარული მიწითა და მცენარეულობით. გაითხარა 1977-78 წლებში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არეშის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. ჭილაშვილი. გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთიერი მასალის საფუძველზე ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ IV საუკუნეში, აქ აუგიათ დარბაზული ეკლესია. თუმცა V-VI საუკუნეების მიჯნაზე მტერს დაუნგრევია და მალევე, სავარაუდოდ, VI საუკუნეში აღუდგენიათ. განახლების დროს მისთვის სამი მხრიდან- დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ გარშემოსავლელი და სამეკლესიიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. IX საუკუნის შუა წლებში ეკლესია მტერს კვლავ დაუნგრევია, რის შემდეგაც იგი აღარ აღდგენილა. ნაგებობის ნანგრევები დროთა განმავლობაში მიწით დაიფარა და ამ ადგილს XI-XIII საუკუნეებში სასაფლაოდ იყენებდნენ. ეკლესია გეგმით კვადრატულია. შენობის შემორჩენილი კედლები ნაგებია რიყის ქვითა და თიხის ხსნარით, აგრეთვე გამოყენებულია ალიზიც. გარშემოსავლელის კედლები ეკლესიის კედლებს არ ებმის . ისინი თავდაპირველი ეკლესიის კრამიტის ნამტვრევებისა და ნამწვავის ფენაზე არიან დაშენებული და წყობის წყობის ხასიათითაც განსხვავდებიან. მთავარ ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. კედლებში დატანებული ყოფილა ღიობები, რომლებიც შემდგომში ნაწილობრივ ამოუშენებიათ და მათ ნაცვლად, თახჩები მოუწყვიათ. აღმოსავლეთით ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი, ნალისებრი აფსიდია. აფსიდში, კედლიდან ოდნავ მოშორებით, შემორჩენილი იყო აგურით ნაგები და სილის ხსნარით გალესილი ტრაპეზი. ეკლესიის გადაკეთების დროს, აფსიდის იატაკი აუმაღლებიათ და ტრაპეზი მთლიანად მიწით დაუფარავთ. ამავე დროს აუგიათ კანკელი. მისი ფუძე თიხატკეპნილზე ორწყებად დალაგებული კვადრატული აგურებისგან შედგება, ფუძეზე დადგმულია ასევე აგურით ნაგები ოთხი მრგვალი სვეტი, რომელთა შორის ბრტყელი კრამიტების სიგრძივი ნახევრებით ამოშენებულია კედელი. აფსიდში ასასვლელად, შუა სვეტებს შორის, მოწყობილია ორსაფეხურიანი კიბე. ეკლესიის იატაკი რიყის ქვის ფილებით იყო მოგებული. საკურთხევლის ჩრდილოეთით გეგმით სწორკუთხა სამკვეთლოა, რომელიც მთავარ ეკლესიას ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება. სამხრეთ ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით. ეკლესიის სამხრეთ კედელი სრულად არა არის შემორჩენილი, რის გამოც მისი თავდაპირველი გეგმარება არ ირკვევა. ჩრდილოეთ ეკლესია უფასადოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რაშიც გაჭრილია სამკვეთლოსთან დამაკავშირებელი კარი. არქეოლოგიური გათხრების დროს გამოჩნდა შვიდი სამარხი და რამდენიმე სამარხის ნაშთი. მათგან ოთხი, რომლებიც ეკლესიის ფარგლებს გარეთ იყო მოქცეული, ეკლესიის დანგრევის შემდგომ პერიოდს XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება, როდესაც ეს ადგილი
სამაროვანად ქცეულა, დანარჩენი სამი სამარხიდან ორი – ეკლესიის ფუნქციონირების დროისაა, ხოლო მესამე, რომელიც მთავარი ეკლესიის აფსიდში, იატაკის ქვეშ აღმოჩნდა, ქრონოლოგიურად წინ უსწრებს ეკლესიის აგებას და IV საუკუნის I ნახევრით თარიღდება. იგი შედგენილი იყო ორი გრძივი და ორი განივი ქვიშაქვის ფილით. გადახურული იყო ექვსი ბრტყელი ქვით და აღმოსავლეთ ბოლოთი აფსიდის კედლის ქვეშ იყო მოქცეული. სამარხში გამოვლინდა დაშლილი ჩონჩხი და რკინის ნივთების უფორმო ნატეხები. გათხრების დროს, ბორცვის კორდოვან ფენაში აღმოჩნდა როგორც IX-X საუკუნის, ისე XI- XIII საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთიერი მასალა: მოცისფრო და სოსანისფერი საღებავებით მოხატული და მოჭიქული ჯამების ნატეხები, რკინის ლურსმნები, სპილენძის რგოლი, რკინისა და მინის სამაჯურები და სხვა. ეკლესიის სამხრეთით, ათიოდე მეტრის მანძილზე, აღმოჩნდა კერამიკის გამოსაწვავი ქურა – დიდი ლოდებით შემოფარგლული, ოვალური მოხაზულობის არე, რომელიც სავსე იყო დამწვარი თიხითა და კრამიტის ნამტვრევებით. ქურას ჰქონდა კრამიტის ნატეხებითა და თიხით გამოყვანილი ცხაური, რომელიც ეყრდნობოდა თიხით მოლესილ კედელსა და ქურის შუაში მდგარ, ქვითა და თიხით ნაგებ ოვალურ სვეტს. სვეტის ძირი შედარებით განიერია, ხოლო ზემოთ თანდათან ვიწროვდება. სიმხურვალე ამოდიოდა ცხაურში მოწყობილი, მრგვალი ხვრელებიდან, რომლებიც სვეტის ირგვლივ და ქურის კედლის გასწვრივაა განაწილებული. ეკლესიის დასავლეთით, მდინარის ფლატის პირას აღმოჩნდა რიყის ქვებით მოკირწყლული გზის ნაშთი. როგორც ჩანს, გზა თავის დროზე, მდინარის ნაპირს მისდევდა და ქალაქის ზესა უბნებს დანარჩენ ნაწილებთან აკავშირებდა.