საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==შენობა და ადგილმდებარეობა==
===ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი===
[[სურათი:National Parliamentary Library of Georgia, Building №1.jpg|მარცხნივ|მინი|200პქ|I კორპუსის ფრაგმენტი]]
საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსი - ყოფილი [[სათავადაზნაურო ბანკი]] ანუ ქართული ბანკი (ლ. გუდიაშვილის ქ. N3) 1913-16 წლებში აშენდა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტით, ფასადის [[დეკორი]] [[აგლაძე, ნეოფიტე|ნეოფიტე]], [[აგლაძე, ვლადიმერ|ვლადიმერ]] და [[აგლაძე, ლავრენტი|ლავრენტი აგლაძეების]] მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.