არისტარქე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მითრიდატეს შვილების შემოსევები: clean up, replaced: სისრულეში მოყვანას → შესრულებას using AWB
ხაზი 20:
ფარნაკეს ლაშქრობამ შეიწირა კოლხეთის “მეფე” თუ მმართველი არისტარქე და ნანგრევებად აქცია ქვეყნის მრავალი დასახლებული პუნქტი. კოლხეთის არქეოლოგიური შესწავლის თანამედროვე დონე ნათლად გვიჩვენებს, რომ ძვ. წ. | საუკუნეში ვანი გამორჩეული ქალაქი იყო. ამას ადასტურებს აქ აღმოჩენილი, როგორც მატერიალური, ისე სულიერი კულტურის ძეგლები. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდის დონეზე შეიძლება მსჯელობა იმის შესახებ, თუ სად მდებარეობდა კოლხეთის “მეფის” არისტარქეს სატახტო ქალაქი. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალის რეზიდენციად, ნაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი შეუფერებელიც კი იქნებოდა. ამდენად, მრისხანე და დაუნდობელი მტრის წინააღმდეგ ძირითადი ბრძოლები ვანს უნდა გადაეტანა. სისხლისაგან დაცლილი ქალაქი ფარნაკემ აიღო, გაძარცვა და გადაწვა. იგი იმდენად იყო ფერფლად ქცეული, რომ მოსახლეობას, ვინც მტერს გადაურჩა, მისი აღდგენა არც უცდია.
 
მმითრიდატემითრიდატე ევრპატორისევპატორის შვილებმა საბოლოოდ შეიწირეს კოლხეთის დაწინაურებული პროვინციები და ქალაქები და მის არსებობას საბოლოოდ მოუღეს ბოლო. კოლხეთის ტერიტორია უკონტროლო, ბარბაროსული ტომების თარეშის ადგილად იყო ქცეული შემდგომში რომაელთა მმართველობის ხანაშიც.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არისტარქე“-დან