ალექსანდრე რეხვიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი''' (დ. 17 იანვარი, 1938, მოსკოვი) — ქართველი კინორეჟისორი.
 
[[1955]] წელს დაამთავრა მოსკოვის 167-ე საშუალო სკოლა. [[1962]] წელს — საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ა. გალპერინის სახელოსნო), ხოლო [[1971]] წელს — ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1971 წლიდან მოღვაწეობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, ასწავლიდა რეჟისურას თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში. საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
 
არის მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის, კინოპრესის საერთაშორისო ფედერაცია „ფიპრესის“ პრიზის, გერმანიის კათოლიკური ეკლესიის პრიზის (ფილმისთვის „მეცხრამეტე საუკუნის ქართული ქრონიკა“) მფლობელი (1979); საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988); მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი (ჟიურის სპეციალური პრიზი ფილმისთვის „მიახლოება“, 1990); ღირსების ორდენის კავალერი (1998); მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზის მფლობელი (კინოში გაწეული ღვაწლისთვის, კინოფესტივალი „საჩუქარი“, 2007).
 
== ფილმოგრაფია ==
=== მსახიობი ===
ითამაშა ფილმში "ფიროსმანი" (1969)
 
== ჯილდოები ==
* მანჰაიმის საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიის ლაურეატი - 1979
* მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიის ლაურეატი - 1990
* საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე - 1988
* საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი - 1998
* კინოში გაწეული ღვაწლისათვის კინოფესტივალ "საჩუქარზე" გადაეცა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი - 2007