გარეული იხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
მისი სხეულის სიგრძეა 50–56 [[სმ]], მასა — 1–1,5 [[კგ]]. ახასიათებს [[სქესობრივი დიმორფიზმი]]; დედალი ფერად მოყავისფროა, შეჯვარების სეზონზე მამალს მწვანე თავი, თეთრი საყელო, მურა-რუხი ზურგი, შავი კუდის ზედა ნაწილი, შოკოლადისებრ-ყავისფერი მკერდი და მორუხო მუცელი აქვს; ფთებს გასდევს კაშკაშა ფერის (თეთრი, შავი და ლურჯი) ზოლები. მამალს კუდზე საჭის აპრეხილი ბუმბული აქვს. თითებს შორის აპკი აქვს გადაკრული, რაც ცურვაში ეხმარება. მამლის ნისკარტი ყვითელია.
 
ფართოდ გავრცელებულია [[ევროპა|ევროპაში]], [[აზია|აზიაში]], [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]] (სამხრეთით — [[მექსიკა|მექსიკამდე]], ხოლო აღმოსავლეთით — [[გრენლანდია|გრენლანდიამდე]]); ინტროდუცირებულია [[აფრიკა|აფრიკაში]], [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], სამხეთ-აღმოსავლეთ [[ავსტრალია|ავსტრალიაში]]. [[საქართველო|საქართველოში]] მობუდარი იხვია.,<ref name="ქსე" /> ბინადრობს მცირე რაოდენობით, ზამთრობისას ბევრია.<ref>{{ქე|1|559–560|ჟორდანია რ.}}</ref> ძირითადად ბინადრობს ტყისა და ტყესტეპის ზონაში, წყალსატევებთან (მტკნარშიც და მარილიანშიც) ახლოს;<ref name="Ryabitsev">Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири. — Екатеринбург: Издательство Уральского университета, 2001. — С. 62—63. — 608 с. — ISBN 5-7525-0825-8. {{ref-ru}}</ref><ref name="scott">Scott D. A., Rose P. M. Atlas of Anatidae populations in Africa and Western Eurasia. — Wetlands International, 1996. — P. 131—134. — 336 p. — ISBN 1-900442-09-4. {{en}}</ref> გვხვდება ქალაქის პარკებისა და წყალსატევების მიდამოებშიც.
 
გამრავლებას 2 წლის ასაკიდან იწყებს. დედალი დებს 7–16 ცალ თეთრ, მომწვანო-ჩალისფერი ელფერის მქონე კვერცხს. ინკუბაცია 28 დღე-ღამე გრძელდება. დედალთა რიცხვის შემცირების შემთხვევაში, მამრები სხვა სახეობის იხვებს ეჯვარებიან. ცოცხლობენ 7–10 წელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გარეული_იხვი“-დან