ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
 
===შიგა წყლები===
[[File:Supsa Dzimiti Nasakirali.jpg|thumb|300პქ|მდინარე სუფსა ძიმითის მიდამოებში]]
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია მდინარეებით. ისინი დასავლეთით მიედინებიან და ეკუთვნიან შავ ზღვის აუზს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 20 კმ-ზე მიედინება მდინარე [[სუფსა]], რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე ერთვის მდინარე [[ბახვისწყალი]]. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა [[ნატანები]] მისი შენაკადებით: [[ბჟუჟი]], [[ჩოლოქი]], [[ორანი]], [[ბოგილა]] და სხვა. მდინარე ჩოლოქი მუნიციპალიტეტს გამოჰყოფს [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი]]სგან. მდინარეები [[სეფა]], [[სიპა]] და წყალწმინდა უერთდებიან შავ ზღვას. შესართავთან, ქვიშიანი დიუნების გამო, ეს მდინარეები მეანდრირებენ და ხელს უწყობენ დაბლობის დაჭაობებას. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ ლანქერებით, წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მდინარეებზე ბჟუჟზე, ბახვისწყალსა და აჭისწყალზე აგებულია ჰესები.