ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 119:
 
== ეკონომიკა ==
მუნიციპალიტეტის ეკონომიკა სუსტია, რადგან [[სსრკ|საბჭოთა კავშირის]] დანგრევის შემდეგ დაღმასვლა განიცადა. ეკონომიკაში წამყვანია მრეწველობა.
 
===სოფლის მეურნეობა===
საბჭოთა პერიოდში რაიონის ეკონომიკაში წამყვანი დარგები იყო [[მეჩაიეობა]] და [[მეციტრუსეობა]]. ფუნქციონირებდა ჩაის პირველადი გადამუშავების 15 ფაბრიკა. 1983 წლისთვის რაიონი აწარმოებდა [[საქართველოს სსრ]]ს-ში წარმოებული ჩაის ფოთლის 17%-ზე, ხოლო პირველადი გადამუშავების ჩაის 23%-ზე მეტს. ჩაის პლანტაციებს ეჭირა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 33%. მეჩაიება უმეტესად განვითარებული იყო რაიონის გორაკ-ბორციან და დაბლობ ზონაში. სკკპ ცკ-ს 1935 წლის 5 ნოემბრის დადგენილებით გადაწყდა მეციტრუსეობის განვითარება შავი ზღვისპირა ზოლში. 1941-1942, 1949-1950 და 1953-1954 წლებში მკაცრი ზამთრის და გავრცელებული დაავადებების გამო განადგურთა ციტრუსების დიდი ფართობები. მეციტრუსეობასთან ერთად სოფლის მეურნეობის სხვა დარგებიდან რაიონში განვითარებული იყო [[მეხილეობა]], [[მევენახეობა]], რაიონის 31-ვე კოლმეურნეობაში იყო [[მეცხოველეობა|მეცხოველეობის]] ფერმა და მოჰყავდათ ერთწლიანი კულტურები, უმეტესად [[სიმინდი]].<ref>რაიონის სოფლის მეურნეობა აღმავლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14, გვ. 3, 1955 წ.</ref>ამჟამად კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს [[მეციტრუსეობა]], მოჰყავთ სიმინდი, თუმცა მესიმინდეობას შიდამოხმარების ხასიათი აქვს და საბაზრო რეალიზაცია არ ხდება. მნიშვნელოვნად შემცირდა ეკონომიკაში მეჩაიეობის წილი და დაწინაურდა [[მეთხილეობა]].
 
ძირითადი კულტურები გაშენების ფართობის მიხედვით [[ჰექტარი|ჰექტარებში]]:
 
Line 135 ⟶ 138:
მრეწველობის ძირითადი დარგი იყო [[კვების მრეწველობა]]. საბჭოთა პერიოდში აგრეთვე მოქმედებდა პურის, ყველ-კარაქის, [[ლუდი]]ს, [[ხორცი]]ს, [[რძე|რძის]], საკონსერვო და სხვა საწარმოები. 1950-იანი წლებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა [[მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადო|მთისპირის ბენტონიტური თიხის]] მოპოვება და გადამუშავება. 1979 წლისთვის მოქმედებდა 35 სამრეწველო საწარმო, რომლებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 4990 ადამიანს. სხვა სამრეწველო საწარმოებიდან მოქმედებდა საფეიქრო, საშენ მასალათა, კერამიკული და სხვა საწარმოები.
 
ამჟამად მრეწველობაში კვლავ წამყვანია კვების მრეწველობა. მოქმედებს ჩაის რამდენიმე მცირე საწარმო და თხილის რამდენიმე გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე პურის, ფქვილის, ლუდის, ჩირის, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნები, რამდენიმე საკალმახე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ასფალტის ქარხანა და სამკერვალო საწარმო. მიმდინარეობს ბენტონიტური თიხის მოპოვება და გადამუშავება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი [[ჰიდროელექტროსადგური]], რომლებიც ჩართულია ერთიან ენერგოქსელში. განვითარებულია საცალო ვაჭრობა.
 
===ტურიზმი===