ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 42:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი სახეობის მცენარეა. ტყეს უკავია 17021 ჰექტარი (მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორიის 25,21%). სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი შემოსილია მთის ტყეებით და მთის მდელოებით. ზღვისპირა დიუნებზე ქვიშნარების მცენარეულობაა. დაჭაობებულ დაბლობებზე ადრე გავრცელებული იყო ჭაობის ტყეები, ხოლო შედარებით დრენირებულ ადგილებში — ლეშამბოიანი მურყნარ-ლაფნარი. გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი წინათ შემოსილი იყო მარადმწვანე ბუჩქნარიანი კოლხური ტყეებით. ამჟამად ბარში ტყეები თითქმის მთლიანად გაჩეხილია, მის ადგილას კულტურული მცენარეები, ნაწილობრივ, მეორადი ტყეებია. მცენარეულ საფარს ქმნიან [[წაბლი]], [[რცხილა]], [[თხმელა]], ქვეტყის სახით გვხვდება [[მოცვი]], [[შქერი]], [[წყავი]]. ბუნებრივი ტყეები შემორჩენილია მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ მაღალმიან მხარეში. მთის ტყის ზონაში ქვემოთ გაბატონებულია წიფლნარი. ზღვის დონიდან 700-1700 მეტრზე არის ფოთლოვანი ტყე ([[მურყანი]], [[რცხილა]], [[წიფელი]]). 1700-2100 მეტრზე ზემოთ გაბატონებულია წიფლნარ-მუქწიწვიანები ([[წიფელი]], [[ნაძვი]], [[სოჭი]]). ალაგ-ალაგ ნაძვისა და სოჭის წმინდა კორომებია. ტყის ზონის ზემოთ სუბალპური ტყეების ვიწრო ზოლია, სადაც გვხვდება [[პონტოური მუხა]], შემდეგ — სუბალპური და ალპური მდელოები, რომლებიც სათიბ-საძოვრებადაა გამოყენებული.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადრობს [[დათვი]], [[შველი]], [[მგელი]], [[გარეული ღორი]], [[კვერნა]], [[არჩვი]], [[ტყის კატა]], [[ზღარბი]], [[მაჩვი]], [[კურდღელი]], [[მთის ბრუცა]], [[თოვლა მემინდვრია]], [[ტურა]], [[თხუნელა]], ფრინველებიდან გავრცელებულია [[როჭო]], [[შურთხი]], [[კაკაბი]], [[ჩხიკვი]], [[გარეული მტრედი]], [[შაშვი]], [[ყვავი]], [[ორბი]], [[ჩხართვი]], გარეული იხვი, ჭაობის ქათამი, [[ნიბლია]], [[კოდალა]], თავშავა, [[გულწითელა]], [[ქორი]]. გაზაფხულზე შემოდიან გადამფრენი ფრინველები: ღაჟო, [[იადონი]], [[მწყერი]], [[ოფოფი]], [[გვრიტი]], [[მწიფობელა]] (კვირკვილი). ქვეწარმავლებიდან ხშირია [[გველხოკერა]], [[ხვლიკი]], [[კუ]]. ბევრია [[ბაყაყი]]. მდინარეები მდიდარია თევზით. გვხვდება [[კალმახი]], [[წვერა]], [[კეფალი]], [[ღორჯო]] და სხვა.
 
===ძირითადი ლანდშაფტები===