ელიზაბეთ ბავარიელი (1876-1965): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი|სახელი=ელიზაბეთ ბავარიელი|გარდაცვალე...)
 
ელიზაბეთი დაიბადა 1876 წლის 25 ივლისს შტარნბერგში, გერმანიაში. იგი იყო ბავარიის ჰერცოგ კარლ თეოდორისა და მისი მეუღლის, პორტუგალიის მეფე [[მიგელ I]]-ის ასულ [[მარია ჟუზეფა პორტუგალიელი|მარია ჟუზეფა პორტუგალიელის]] ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბიძაშვილი იყო შვედეთ-ნორვეგიის დედოფალი [[ჟოზეფინა ლოიხტენბერგელი]], რომლის ხაზითაც ელიზაბეთს ახლო ნათესავებად ერგებოდნენ შვედეთ-ნორვეგიის მეფეები: [[ოსკარ II]] და [[კარლ XV]].
[[ფაილი:Albert I von Belgien mit Königin Elisabeth.jpg|მარცხნივ|მინი|353x353პქ|ელიზაბეთი და მისი მეუღლე, მეფე ალბერტ I]]
1900 წლის 2 ოქტომბერს ელიზაბეთი ცოლად შერთეს ბელგიის მეფეპრინც [[ლეოპოლდფილიპე IIბელგიელი (ბელგიაფლანდრიის გრაფი)|ლეოპოლდ IIფილიპესა]]-ისა და დედოფალმისი ცოლის, [[მარია ჰენრიეტალუიზე ავსტრიელიფონ ჰოენცოლერნ-ზიგმარინგენი|მარია ჰენრიეტალუიზე ავსტრიელისფონ ჰოენცოლერნ-ზიგმარიგენის]] უფროს ვაჟს, პრინც ალბერტ ბელგიელს.
 
1909 წლის 17 დეკემბერს მისი ქმარი ბელგიის ტახტზე ავიდა [[ალბერტ I (ბელგია)|ალბერტ I]]-ის სახელით, რითაც ელიზაბეთი დედოფალი გახდა. მათი ტახტზე ასვლიდან ხუთ წელიწადში, 1914 წელს დაიწყო [[პირველი მსოფლიო ომი]], რა დროსაც გერმანელებმა ბელგიის ოკუპაცია მოახდინეს. მსგავსად დანიის, რუსეთის, ესპანეთისა და იტალიის დედოფლებისა, ელიზაბეთმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ომში დაჭრილი მეომრების დახმარებით. იგი [[წითელი ჯვარი|წითელი ჯვრის]] ორგანიზაციაში გაწევრიანდა და როგორც მედდა ისე მსახურობდა და ეხმარებოდა ჯარისკაცებსა თუ ლტოლვილებს. გარდა ამისა, იგი იმითაც გახდა ბელგიაში ცნობილი, რომ თითქმის არასოდეს აკლდებოდა ევროპის მუსიკალურ ფესტივალებს.