ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია შავმიწა-ალუვიური ნიადაგები და ეწერმიწა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია ფწითელმიწა ნიადაგები. მდინარეების, ნატანებისა და ბჟუჟის ტერასებზე განვითარებულია ალუვიური მეორადი წარმოშობის წითელმიწა ნიადაგები, ხოლო ზღვისპირა ზოლში ჭაობიანი ეწერ-ლებიანი ნიადაგები.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორია დაღარულია მდინარეებითა და ხეობებით, ისინი დასავლეთით მიედინებიან და ეკუთვნიან შავ ზღვის აუზს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოივლის მდინარე [[სუფსა]] (20 კილომეტრამდე), რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე ერთვის მდინარე [[ბახვისწყალი]]. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა [[ნატანები]] მისი შენაკადებით: [[ბჟუჟი]], [[ჩოლოქი]], [[ბოგილა]] და სხვა. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ ლანქერებით, წვიმებით, ნიადაგის წყლითა და წყაროებით. ზღვის შესართავთან ისინი ხელს უწყობენ დაბლობის დაჭაობებას. მდინარე [[ჩოლოქი]] მუნიციპალიტეტს გამოჰყოფს [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი]]ს ტერიტორიისგან. მდინარეები მდიდარია თევზით. გვხვდება [[კალმახი]], [[წვერა]], [[ორაგული]], [[ღორჯო]].
 
===წიაღისეული===
მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა [[ბენტონიტური თიხები]], რომლის მოპოვება ხდება [[მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადო|მთისპირის საბადოზე]]. ნარუჯალა-იაკობის მთის მიდამოებში არის [[ნავთობი]]ს საბადო, რომლის კვლევა დაიწყეს გერმანელებმა 1877 წლიდან. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე არის [[კაოლინი]] ([[ზემო მაკვანეთი]]), ოქრა, რკინის ჟანგი, ჟანგმიწა ([[ნაგომარი]], [[წითელმთა]]), ცემენტი ([[ქვედა ძიმითი]]), წითელი რკინა, აპატიტი ([[ვაკიჯვარი]]), მაგნეტიტიანი ქვიშები ([[ურეკი]], [[შეკვეთილი]]), მინერალური წყაროები ([[ნასაკირალი]], [[ქვედა ძიმითი]] და სხვა).
 
===ჰავა===
Line 34 ⟶ 32:
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის დამახასიათებელია სეზონური ქარები: ზამთარში ქრის სამხრეთ-დასავლეთის, ხოლო ზაფხულში დასავლეთის ქარები, [[ბრიზი]]. ქარის საშუალო სიჩქარე შეადგენს 3,2 მ/წმ. ზამთარსა და გაზაფხულზე იცის [[ფიონი|ფიონები]], თუმცა მათ ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე [[დასავლეთ საქართველო]]ს სხვა მხარეებში. მთებში ქრის მთა-ხეობათა ქარები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოქცეულია 5–6 ბალიან ზონაში მიწისძვრების საშიშროების თვალსაზრისით.
 
===შიგა წყლები===
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია მდინარეებით. ისინი დასავლეთით მიედინებიან და ეკუთვნიან შავ ზღვის აუზს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში დაახლოებით 20 კმ-ზე მიედინება მდინარე [[სუფსა]], რომელსაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე ერთვის მდინარე [[ბახვისწყალი]]. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეა [[ნატანები]] მისი შენაკადებით: [[ბჟუჟი]], [[ჩოლოქი]], [[ორანი]], [[ბოგილა]] და სხვა. მდინარე ჩოლოქი მუნიციპალიტეტს გამოჰყოფს [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი]]სგან. მდინარეები [[სეფა]], [[სიპა]] და წყალწმინდა უერთდებიან შავ ზღვას. შესართავთან, ქვიშიანი დიუნების გამო, ეს მდინარეები მეანდრირებენ და ხელს უწყობენ დაბლობის დაჭაობებას. მუნიციპალიტეტის მდინარეები საზრდოობენ ლანქერებით, წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მდინარეებზე ბჟუჟზე, ბახვისწყალსა და აჭისწყალზე აგებულია ჰესები.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია მინერალური წყაროებით: ციხისუბნის (მთისპირის), გომის, შემოქმედის, ბახვის, მერიის , ძიმითისა და თხინვალის, ოზურგეთის. მათი ნაწილი გამოიყენება სამკურნალოდ. [[ნასაკირალი]]ს მინერალურ წყლებზე ფუნქციონირებდა [[კურორტი]].
 
===ფლორა და ფაუნა===
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყეს უკავია 17021 ჰექტარი. მცენარეულ საფარს ქმნიან [[წაბლი]], [[რცხილა]], [[წიფელი]], [[თხმელა]], ქვეტყის სახით გვხვდება [[მოცვი]], [[შქერი]], [[წყავი]]. ბუნებრივი ტყეები შემორჩენილია მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ მაღალმიან მხარეში. ზღვის დონიდან 700-1700 მეტრზე არის ფოთლოვანი ტყე ([[მურყანი]], [[რცხილა]], [[წიფელი]]), ხოლო 1700-2100 მეტრზე წიწვოვანი ტყე ([[ფიჭვი]], [[სოჭი]], [[ნაძვი]]). ტყეებში გავრცელებულია [[დათვი]], [[შველი]], [[კვერნა]], [[ტურა]], [[ფოცხვერი]], [[ციყვი]], [[მგელი]], [[თხუნელა]], [[ზღარბი]], [[მაჩვი]], [[კურდღელი]], [[სინდიოფალა]]. ფრინველებიდან გავრცელებულია [[ძერა]], [[ყვავი]], [[ორბი]], [[შაშვი]], [[ჩხართვი]], გარეული იხვი, ჭაობის ქათამი, [[ნიბლია]], [[კოდალა]], თავშავა, [[გულწითელა]], [[ქორი]]. გაზაფხულზე შემოდიან გადამფრენი ფრინველები: ღაჟო, [[იადონი]], [[მწყერი]], [[ოფოფი]], [[გვრიტი]], [[მწიფობელა]] (კვირკვილი).
მდინარეები მდიდარია თევზით. გვხვდება [[კალმახი]], [[წვერა]], [[ორაგული]], [[ღორჯო]].
 
== ადმინისტრაციული ერთეულები==