ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
|მმართველი = კონსტანტინე შარაშენიძე {{Tooltip|{{ფერის დაფა|green}}|საინიციატივო ჯგუფი}}
|მოსახლეობა =62 500 (2017)
|სიმჭიდროვე = 9692,8957
|ეროვნული შემადგენლობა = [[ქართველები]] 96%<br />[[სომხები]] 2%<br />[[რუსები]] 1%<br />
}}
ხაზი 14:
 
''ამ სექციაში მოცემული ადმინისტრაციული ერთეულის ისტორია. ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის ისტორიის შესახებ იხილეთ სტატია [[გურია#ისტორია|გურია]]''
 
 
[[1930]] წლამდე მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] [[ოზურგეთის მაზრა]]ში, რომელიც მოიცავდა მთლიანად გურიას. [[1930]] წელს ჩამოყალიბდა ცალკე ტერიტორიულ ერთეულად და ეწოდა ოზურგეთის რაიონი. 1934 წელს [[ფილიპე მახარაძე|ფილიპე მახარაძის]] პატივსაცემად ეწოდა მახარაძის რაიონი. 1960-იანი წლების დასაწყისში რაიონის ტერიტორია შემცირდა: ტერიტორიის ნაწილი [[გომისმთა|გომისმთის]] მიმდებარედ გადაეცა [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი|ქობულეთის რაიონს]], მდინარე [[სუფსა|სუფსის]] მიმდებარე ტერიტორიების ნაწილი კი [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი|ლანჩხუთის რაიონს]]. 1963-64 წლებში მახარაძის რაიონს შეუერთდა [[ჩოხატაურის რაიონი]] და ცენტრად განისაზღვრა ქალაქი [[ოზურგეთი|მახარაძე]]. 1990 წელს რაიონს კვლავ ეწოდა ოზურგეთი, ხოლო 2006 წლიდან — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 2014-17 წლებში მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი იყო ქალაქი [[ოზურგეთი]].
Line 20 ⟶ 19:
==გეოგრაფია==
მუნიციპალიტეტი მდებარეობს მდინარეების [[ნატანები|ნატანებისა]] და [[სუფსა|სუფსის]] აუზებში., დასავლეთიდან 20 კილომეტრის სიგრძის მანძილზე [[შავი ზღვა]] აკრავს, სამხრეთით [[ქობულეთის მუნიციპალიტეტი|ქობულეთისა]] და [[შუახევის მუნიციპალიტეტი|შუახევის]] მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით — [[ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი]], ხოლო ჩრდილოეთიდან [[ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]]. ტერიტორია შეადგენს 675,1 კმ<small> 2</small>, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 230 კმ <small>2</small>.
 
===რელიეფი===
მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთას, რომელიც აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით, ანდეზიტური განფენებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით.ამ სუბსტრატზე განვითარებულია ღრმად დანაწევრებული მთა-ხეობათა რელიეფი.
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია შავმიწა-ალუვიური ნიადაგები და ეწერმიწა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის გორაკ-ბორცვიან ზოლში გავრცელებულია ფწითელმიწა ნიადაგები. მდინარეების, ნატანებისა და ბჟუჟის ტერასებზე განვითარებულია ალუვიური მეორადი წარმოშობის წითელმიწა ნიადაგები, ხოლო ზღვისპირა ზოლში ჭაობიანი ეწერ-ლებიანი ნიადაგები.