ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
გარე კედლებში მხოლოდ სარკმლებია მოთავსებული. სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის ფასადებზე თითო სარკმელია ჯვრის მკლავების ცენტრებში, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე სამია: ერთი ცენტრში, რომელიც საკურთხეველს ანათებს, და თითო გვერდითა არეებში — სამკვეთლოსა და სადიაკვნეს გასანათებლად.
 
სულ სხვა მდგომარეობაა გუმბათზე. მის გადაწყვეტაში დეკორატიულ მხარეს მნიშველოვანიმნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი. გუმბათის ყელი თოთხმეტწახნაგოვანია და ამდენივე წახნაგი აქვს პირამიდულ სახურავსაც, გუმბათის ყელი პირამიდაზე შესამჩნევად დაბალია. მასალად მთლიანად აგურია გამოყენებული და დეკორიც ამ მასალის სპეციფიკურთბითაა განსაზღვრული. გუმბათის კარნიზი ხუთი ფენის აგურის წყობითაა მიღებული; აქ ერთმანეთს ენაცვლება კბილანა-ხერხისებრი და ერთპირად დალაგებული წყობა.
 
გუმბათის წახნაგები დამუშავებულია უწყვეტი თაღოვანი არეებით, ამ არეთა შიგნით, გარე თაღის კონცენტრულად, თითო ჩაღრმავებული არეა, რომელთა ცენტრში წერილი და მაღალი სარკმლებია მოთავსებული. ეს დეკორი გუმბათის ქვედა ნაწილისგან გამოყოფილია ლილვით, რთმელიც მიღებულია სპეციალურად დამზადებული ლეკალური აგურით. ასეთივე ნახევარწრიული ფორმის აგურითაა ნაწყობი წიბოებში ნახევარსვეტები და თაღები.