კურტ კობეინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 49:
== ნირვანა ==
{{მთავარი|ნირვანა (ჯგუფი)}}
[[1985]] წელს კურტმა შექმნა ჯგუფი, რომელიც „Fecal Matter“-ის სახელით იყო ცნობილი. ჯგუფი შემდგარი იყო ბას-გიტარისტ დეილ კროვერისგან, დრამერი გრეგ ხოკანსონიგან და თვითონ კობეინისგან, რომელიც ჯგუფში ვოკალისტი და გიტარისტი იყო. დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში, ჯგუფი ჩამოყალიბდა ისე, რომ მათი ერთი დისკიც კი არ გამოსულა. ამის შემდეგ კურტმა გაავრცელა ნაცნობებში ჯგუფი „Fecal Matter“-ის დემო ჩანაწერები — მას სურდა შეექმნა ახალი ჯგუფი. ერთ-ერთი კასეტა მიეცა კრის ნოვოსელიჩს, მის მეგობარს. რამდენიმე ხანი, მან თითქოს-და დაივიწყა ამ ჩანაწერზე, მაგრამ ცოტახანში, მან უთხრა კურტს, რომ კარგი იქნებოდა თუ კურტი დაგეგმავდა ჯგუფის ორგანიზებას (მან მოისმინა ჩანაწერი და მასალა ძალიან მოეწონა). წარმოუდგენელმა ჯგუფმა (რომელშიც მალევე გაჩნდა მესამე მონაწილე — დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამკვრელი აარონ ბურკჰარდი) ჯგუფის დასახელება რამდენიმეჯერ შეცვალა: „Skid Row“, „Ted Ed Fred“, „Bliss“, „Pen Cap Chew“, — საბოლოოდ კი დატოვეს დასახელება „Nirvana“. „მე ვეძებდი დასახელებას, რომელიც იქნებოდა ლამაზი ან სასიამოვნო“ — ახსნა კურტმა. [[1988]] წ. გამოვიდა ჯგუფის პირველი სინგლი — „Love Buzz/Big Cheese“-ს, ხოლო შემდეგ წელს გაყიდვაში გამოვიდა ნირვანას დებიუტი ალბომი „Bleach“.
 
[[1991]] წელს გამოვიდა ნირვანას მეორე ალბომი ''Nevermind'', რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. სიმღერები „Smells Like Teen Spirit“, „Lithium“, „Come As You Are“ გახდა ჰიტი MTV-ზე. კურტი აღშფოთებული იყო უეცარი ალბომის წარმატებისგან: „მე რა თქმა უნდა არ მივცემ ნებას ჩემს თავს ვთქვა საკუთარ ჯგუფზე მხოლოდ კარგი. თავს სულელურად ვგრძნობდი იმის გამო, რომ სცენაზე არის უამრავი ჯგუფი, რომლებიც ჩვენსავით კარგად მღერიან, ან ჩვენზე კარგად, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ჩვენ ვიპყრობთ ყურადღებას“. ასევე მან აღნიშნა, რომ ცოტათი არ არის კმაყოფილი დისკისგან გამოცემული ხმისგან, რადგან ის ისმის რაღაც „ნაზად“ და „პაპსურად“. მაგრამ როგორც არ უნდა ყოფილიყო, სწორედ ალბომ ''Nevermin'''-ის გამოშვების შემდეგ, ეწვია ნირვანას დიდი პოპულარობა და წარმატება, ხოლო კურტი აღიარეს „თაობის ხმა“-დ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კურტ_კობეინი“-დან