თამაზ ნადარეიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 86:
ალექსანდრა შენგელაიამ თავისი ცხოვრება გაგრის მკვიდრს, კარგად ცნობილ პიროვნებას, ვლადიმერ ნადარეიშვილს დაუკავშირა, მაგრამ, მათი ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა – ადრე დაქვრივებული ობლად დარჩენილი შვილების აღზრდას სწორედ დედის, მერი შარვაშიძის დახმარებით შეუდგა. ალექსანდრა შენგელაიამ წლების განმავლობაში იმუშავა გაგრის პირველ საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და შეძლებულ დიდგვაროვანთა შთამომავალი, პედაგოგის მოკრძალებული ხელფასით ზრდიდა ობლებს, წინაპართაგან შემორჩენილ რელიკვიებს კი, როგორც ყველაზე ძვირფას განძს, სათუთად ინახავდა. ეს იყო ოქროსა და ვერცხლის ნივთები — საგვარეულო მემკვიდრეობა, აგრეთვე, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზის დედის — დედოფალ მარია ფიოდოროვნას ნაჩუქარი ბროლისა და ვერცხლის ნივთები სამეფო გვირგვინის გამოსახულებით და ასე შემდეგ. მერი შარვაშიძის მიერ შემონახული, მრავალ ქარტეხილგამოვლილი ყველა ეს განძი, გაგრის აღებისას, 1992 წლის ოქტომბერში, პირწმინდად დაიტაცეს სეპარატისტთა „ბოევიკებმა”. წარსულთან კავშირის სიმბოლოდ კი ალექსანდრა შენგელაიასა და მის შვილებს მერი შარვაშიძის ალბომიღა შემორჩათ, რომელიც აფხაზმა ნათესავებმა გადაარჩინეს დაწვას და გაგრის დაცემის შემდეგ გამოუგზავნეს ნადარეიშვილების ოჯახს”.
 
===კარიერის დასაწყისი===
დაიბადა და გაიზარდა [[გაგრა]]ში. ჩააბარა [[სოხუმის უნივერსიტეტი|სოხუმის უნივერსიტეტში]], რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისში დაამთავრა. [[საბჭოთა კავშირი]]ს „[[პერესტროიკა|პერესტროკის]]“ პერიოდში ჩაერთო საქართველოს განმათავისუფლებელ მოძრაობაში. [[აფხაზეთის ომი (1992-93)|აფხაზეთის ომის (1992-93)]] შემდეგ გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. იყო 1999 წლის მოწვევის [[საქართველოს პარლამენტი]]ს დეპუტატი.<ref name="Civil">[http://www.civil.ge/geo/_print.php?id=7518 თამაზ ნადარეიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა]. „Civil.ge“, 31 აგვისტო, 2004.</ref>