გიორგი ხუროშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გიორგი ხუროშვილი''' (დ. 4 ნოემბერი, 1988, თბილისი, საქართველ...
 
პუნქტუაციის შესწორება
ხაზი 6:
 
== სამეცნიერო საქმიანობა ==
გიორგი ხუროშვილის კვლევის სფეროებია პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური თეორია, ქრისტიანული ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია და ინტერკულტურული ფილოსოფია. მისი ნაშრომები, ძირითადად, ეძღვნება ანტიკურ და ახალი დროის პოლიტიკურ ფილოსოფიას, შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიას, ადრეულ ქრისტიანულ  ფილოსოფიას, შუა საუკუნეების ისლამურ და ებრაულ ფილოსოფიას. გიორგი ხუროშვილი არის სამეცნიერო სერიის „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“, სარედაქციო საბჭოს წევრი, იგი არის გერმანული გამომცემლობა „ლოგოსის“ (ბერლინი) სამეცნიერო სერიის „ფილოსოფია და სოციალური თეორია“ თანარედაქტორი.
 
გიორგი ხუროშვილი ახორციელებს მთარგმნელობით საქმიანობას. მან ქართულ ენაზე თარგმნა [[ჰანა არენდტი|ჰანა არენდტის]], [[ლეო შტრაუსი|ლეო შტრაუსის]], [[ფრენსის ბეკონი|ფრენსის ბეკონის]], [[ტომას ჯეფერსონი|თომას ჯეფერსონის]], [[ბენჯამინ ფრანკლინი|ბენჯამინ ფრანკლინის]], [[ჯონ ადამსი|ჯონ ადამსის]], ჯეიმს უილსონის, ბენჯამინ რაშის, ქრისტოს იანარასის, კალისტე უეარის, იოანე ზიზიულასის ნაშრომები.