გიორგი ხუროშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გიორგი ხუროშვილი''' (დ. 4 ნოემბერი, 1988, თბილისი, საქართველ...
(განსხვავება არ არის)

18:33, 15 იანვარი 2020-ის ვერსია

გიორგი ხუროშვილი (დ. 4 ნოემბერი, 1988, თბილისი, საქართველო) - ქართველი ფილოსოფოსი.

გიორგი ხუროშვილი

ბიოგრაფია

გიორგი ხუროშვილი დაიბადა 1988 წელს, თბილისში. 2014-2016 წლებში სწავლობდა პოზნანის ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სადოქტორო პროგრამაზე. 2017 წელს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია: „იერუსალიმი და ათენი, როგორც ინტერკულტურული ფილოსოფიის პარადიგმა“ (ხელმძღვანელები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი). გიორგი ხუროშვილი არის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (თბილისი) მეცნიერ-თანამშრომელი. იგი ლექციებს კითხულობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (თბილისი) და ლაზარსკის უნივერსიტეტში (ვარშავა). 2016 წლიდან გიორგი ხუროშვილი არის ახალი სქართველოს უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორის მოადგილე.

სამეცნიერო საქმიანობა

გიორგი ხუროშვილის კვლევის სფეროებია პოლიტიკური ფილოსოფია, პოლიტიკური თეორია, ქრისტიანული ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია და ინტერკულტურული ფილოსოფია. მისი ნაშრომები, ძირითადად, ეძღვნება ანტიკურ და ახალი დროის პოლიტიკურ ფილოსოფიას, შუა საუკუნეების ქართულ ფილოსოფიას, ადრეულ ქრისტიანულ  ფილოსოფიას, შუა საუკუნეების ისლამურ და ებრაულ ფილოსოფიას. გიორგი ხუროშვილი არის სამეცნიერო სერიის „ფილოსოფია, სოციოლოგია, მედიის თეორია“, სარედაქციო საბჭოს წევრი, იგი არის გერმანული გამომცემლობა „ლოგოსის“ (ბერლინი) სამეცნიერო სერიის „ფილოსოფია და სოციალური თეორია“ თანარედაქტორი.

გიორგი ხუროშვილი ახორციელებს მთარგმნელობით საქმიანობას. მან ქართულ ენაზე თარგმნა ჰანა არენდტის, ლეო შტრაუსის, ფრენსის ბეკონის, თომას ჯეფერსონის, ბენჯამინ ფრანკლინის, ჯონ ადამსის, ჯეიმს უილსონის, ბენჯამინ რაშის, ქრისტოს იანარასის, კალისტე უეარის, იოანე ზიზიულასის ნაშრომები.

რჩეული სამეცნიერო შრომები

წიგნები

  • პლატონი ალ-ფარაბის პოლიტიკურ ფილოსოფიაში. სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 8, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2018, ISBN 978-9941-479-13-7.
  • (თანაავტ.) პოლიტიკური ფილოსოფია: ნარკვევები, ტ. 2. სამეცნიერო სერია: ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები დღეს, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2017, ISBN 978-9941-457-75-3.
  • (თანაავტ.) პოლიტიკური ფილოსოფია: ნარკვევები, ტ. 1. სამეცნიერო სერია: ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები დღეს, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2016, ISBN 978-9941-457-74-6.
  • (თანაავტ.) ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი, „ფავორიტი სტილი“, 2016, ISBN 978-9941-087-97-4.
  • იერუსალიმი და ათენი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კონტექსტი. სამეცნიერო სერია: „აღმოსავლეთი და დასავლეთი – კულტურათა დიალოგი“, ტ. 4, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2015, ISBN 978-9941-457-33-3.
  • (თანაავტ.) ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები. (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2014, ISBN 978-9941-0-7227-7.
  • (თანაავტ.) ფილოსოფიური ურბანისტიკა, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, 2014, ISBN 978-9941-457-01-2.

სტატიები ქართულ ენაზე

  • კლიმენტ ალექსანდრიელის ქრისტიანული პლატონიზმი; იხ.: „ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან - კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი“. კრებულის რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი. „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2019 წ., გვ. 16-25. 
  • ბრუნო ბაუერისა და დავიდ ფრიდრიხ შტრაუსის დავა ჰეგელის რელიგიის კონცეფციის ინტერპრეტაციის შესახებ; იხ.: კრებული „ჰეგელის რელიგიის ფილოსოფია“, რედაქტორი: თ. ირემაძე, „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2019 წ., გვ. 185-202.
  • ღვთისა და ადამიანის ქალაქთა კონფლიქტი ნეტარი ავგუსტინეს ნააზრევში; იხ.: „ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი“, რედ. თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2017 წ., გვ. 176-185.
  • პოლიტიკა და რელიგია  შუა საუკუნეების საქართველოში (დავით აღმაშენებელი, გიორგი ჭყონდიდელი, არსენ იყალთოელი); იხ.: ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეების საქართველოში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016 წ., გვ. 71-86.
  • ჰანა არენდტის პოლიტიკური აზროვნების საწყისები; იხ.: ჰანა არენდტი, „რა არის ხელისუფლება?“. ფილოსოფია-სოციოლოგიის კლასიკური და თანამედროვე ტექსტები, ტ. 4, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2015 წ., გვ. 7-15.
  • იერუსალიმისა და ათენის რეცეფცია ტერტულიანედან ლეო შტრაუსამდე; იხ: „ლეო შტრაუსი, იერუსალიმი და ათენი. შესავალი განაზრებანი.“ „საუნჯე“, თბილისი, 2013 წ., გვ. 9-17.
  • პლატონსა და ბიბლიურ წინასწარმეტყველთა შორის: ჰერმან კოჰენი და ლეო შტრაუსი იერუსალიმისა და ათენის შესახებ; იხ: „აღმოსავლეთი და დასავლეთი. ინტერკულტურული და ინტერდისციპლინური კვლევები“, რედაქტორ-შემდგენლები: თ. ირემაძე და გ. თევზაძე, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი,  2012 წ., გვ. 153-160.

სტატიები უცხო ენაზე

  • Conceptions of Political Thought in Medieval Georgia (David IV “the Builder”, Arsen of Ikalto), in: Veritas et subtilitas. Truth and Subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015), ed. by T. Iremadze and U. R. Jeck, John Benjamins Publishing Company, Amsterdam/Philadelphia, 2018. p. 149-156.
  • Jerusalem and Athens in Medieval Georgian Thought; in: Philosophie und Sozialtheorie, Band 1, Leben verstehen. Herausgegeben von Tengiz Iremadze, Udo Reinhold Jeck, Helmut Schneider. Logos Verlag, Berlin, 2014., p. 97-101.
  • Neo-conservatism in the USA from Leo Strauss to Irving Kristol; in: European Scientific Journal, February/special/ edition vol. 8, No.2; edited by J. Shopovski, D. Vujadinovic; 2012; p. 80-85.

რესურსები ინტერნეტში