სიმონ ესაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
დაიბადა რუსეთში, ქართველი თავადის, რუსეთის არმიის ოფიცრის [[სპირიდონ ესაძე|სპირიდონ ესაძის]] ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო სიმბირსკის კადეტთა კორპუსში, ხოლო უმაღლესი კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა [[1888]] წელს ოფიცრის ჩინით. [[1898]] წლიდან მუშაობს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო-საისტორიო განყოფილების რედაქტორად, ხოლო [[1913]] წლიდან განყოფილების უფროსად.
 
სიმონ ესაძე იყო ცნობილი რუსი სამხედრო ისტორიკოსის ვ. ა. პოტოს მოწაფე. მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმებისათვის („[[ეროვნული გალერეა (თბილისი)|დიდების ტაძარი]]“)<ref>[http://eap.bl.uk/EAPDigitalItems/EAP057/EAP057_1_7_4-Alb240-14_L.jpg]</ref>, მასალის მიკვლევა-მოძიებასა და კლასიფიკაციაში, გამოსცეს გზამკვლევი. [[1912]] წლიდან ს. ესაძე ამ მუზეუმის დირექტორია. [[1917]] წელს იგი ხელმძღვანელობდა კავკასიის საისტორიო კომისიას, რომელმაც აღწერა თურქეთთან წარმოებული ომი. [[1918]] წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ს. ესაძე დანიშნა ფრონტის სამხედრო საისტორიო განყოფილების უფროსად. [[1921]] წლის 10 აგვისტოდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციას, ხოლო [[1923]] წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა სამხედრო-საისტორიო არქივს. მისი რედაქტორობით გამოიცა „კავკასიის კრებულის“ 14 ტომი, რომელშიც გაშუქებულია [[1826]]-[[1828]] წლები. სპარსეთთან და [[1823]]-[[1845]] წლების მიურიდიზმთან ომების ისტორია.
 
სამეცნიერო მოღვაწეობა ს. ესაძემ დაიწყო გასული საუკუნის მიწურულს. 1898 წელს გამოვიდა მისი წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი“. შემდეგ მეცნიერმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ“, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება“, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩაჩნეთსა და დაღესტანში“, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ესაძე“-დან