მერიან ფეითფული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 102:
}}
 
'''მერიან ეველინ გებრიელ ფეითფული ''' ({{Lang-en|Marianne Evelyn Gabriel Faithfull}}, დ. [[29 დეკემბერი]], [[1946]]) — [[ინგლისელები|ინგლისელი]] მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა 1960-იანებში, ჰიტური სინგლით „[[As Tears Go By (სიმღერა)|As Tears Go By]]“ და იქცა აშშ-ში [[ბრიტანული შემოჭრა|ბრიტანული შემოჭრის]] ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალ შემსრულებლად.
 
დაიბადა [[ჰამფსტედი|ჰამფსტედში]] ([[ლონდონი]]) და კარიერა 1964 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოხვდა [[როლინგ სტოუნზი]]ს ერთ-ერთ წვეულებაზე. [[ენდრიუ ლუგ ოლდემი]]ს, ჯგუფის მენეჯერის დახმარებით, გამოსცა „As Tears Go By“, რამაც საერთაშორისო წარმატება მოუპოვა. სადებიუტო ალბომმა ''[[Marianne Faithfull]]'' (1965) (რომელიც გამოვიდა იმავე დროს, რაც ''[[Come My Way]]'') კომერციული წარმატება მოიპოვა, რასაც მოჰყვა [[Decca Records]]-ზე გამოცემული კიდევ რამდენიმე დისკი. 1966–1970 წლებში ჰქონდა ურთიერთობა [[მიკ ჯეგერი|მიკ ჯეგერთან]]. მისი პოპულარობა განამტკიცეს როლებმა ფილმებში „მისი სახელი არასოდეს დამავიწყდება“ (1967), „გოგონა მოტოციკლით“ (1968) და „ჰამლეტი“ (1969). 1970-იან წლებში მერიანს პირადი სირთულეები ჰქონდა, იყო [[ჰეროინი]]ს აქტიური მომხმარებელი, [[ალკოჰოლიზმი|ალკოჰოლიკი]] და აწუხებდა [[ნერვული ანორექსია]].