ბალხი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
 
== ისტორია ==
დღევანდელ ქალაქთან ახლოს მდებარეობს ისტორიული ქალაქი '''ბაქტრა''' ({{lang-el|Βάκτρα}}) — [[ბაქტრია|ბაქტრიის]] დედაქალაქი. წარმოიქმნა [[ძვ. წ. I ათასწლეული]]ს 1-ლ ნახევარში, როდესაც ბაქტრია [[აქემენიანთა იმპერია|აქემენიანთა იმპერია]]ში შედიოდა, შემდეგ კი — [[ალექსანდრე მაკედონელი]]საში. [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III]]–[[ძვ. წ. II საუკუნე|II საუკუნე]]ში [[ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო]]ს დედაქალაქი იყო, მოგვიანებით — [[ქუშანის სამეფო|ქუშანის]]. გადმოცემით, [[ზოროასტრიზმი]]ს გავრცელების თავდაპირველი ცენტრი, უფრო გვიან — [[ბუდიზმი]]ს მსხვილი ცენტრი [[შუა აზია]]ში. ახ. წ. [[VIII საუკუნე]]ში ქალაქი [[არაბთა დაპყრობითი ომები|არაბებმა]] დაანგრიეს, შემდეგ [[აბასიდები|აბასიდების]] დროს აღსდგა და [[სამანიდების სახელმწიფო|სამანიდების]] დროს მოიხვეჭა „ქალაქების დედის“ სახელი, როგორც ისტორიული ოლქის — [[ხორასანი|ხორასნის]] — ცენტრი. თამაშობდა საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრის როლს, აქ გადიოდა აღმოსავლეთიდან [[ესპანეთი]]სკენ მიმავალი საქონელი, აქედან სანაოსნო გზებით უკავშირდებოდნენ [[ბულგარეთი|ბულგარეთს]], [[ნოვგოროდი|ნოვგოროდსა]] და [[ვიკინგები|ვიკინგთა]] მიწებს, ხოლო [[კავკასია|კავკასიის]] გავლით — შავიზღვისპირა ქალაქებს. [[XI საუკუნე|XI]]–[[XII საუკუნე]]ებში შედიოდა [[ღაზნევიდების სახელმწიფო|ღაზნევიდების]], [[სელჩუკთა სახელმწიფო|სელჩუკების]], [[ღურიდები]]ს სახელმწიფოთა შემადგენლობაში. [[1220]] წელს [[ჩინგიზ-ყაენი|ჩინგიზ-ყაენმა]] გაანადგურა. აღდგა [[XIV საუკუნე]]ში. [[მონღოლთა დამპყრობლური ომები|მონღოლთა შემოსევების]] შემდეგ [[ამუდარია|ამუდარიის]] სამხრეთით მდებარე ოლქს მთავარი ქალაქის მიხედვით ბალხი ეწოდა. [[1850]] წელს ბალხი [[ავღანეთი|ავღანეთს]] შეუერთდა.
 
== არქიტექტურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბალხი“-დან