ჩიჯავაძეთა სათავადო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
უკეთეს მდგომარეობაში არ არიან ჩიჯავაძეები [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] დროშიც. ამ მეფემ, როგორც ზემოთ ითქვა, ჩამოართვა „საყულია, რაც რომ ჩიჯავაძის წყალობით მიცემული ჰქონდა“ და 1770 წელს ქაიხოსროსა და პაპუჩა აბულაძეებს უბოძა. მეტიც: სოლომონ I ის მეფობაშიც ჩიჯავაძეებს მთლიანად ჩამორთმეული აქვთ მათი საგვარეულო სამფლობელო საჩინოს მხარე და 1772 წელს ის მეფეს უჭირავს. მართალია, 1789 წლის ერთი დოკუმენტის მიხედვით, მამუკა ბატონიშვილის მიერ „გაღარიბებული“, „ობლად დარჩენილი“ ჩიჯავაძეები სოლომონ I–ს „დაეზარდა“ და მათი „რჩენა ნდომოდა“ ოღონდ „დროს არ მიეცა“... მაგრამ ამასთან ისიც ფაქტია, რომ ჩიჯავაძეების სამფლობელო სოლომონის ხელშია და მათი ზემოხსენებული საყულიაც მან სხვებს მისცა.
 
მძიმე მდგომარეობაში რჩებიან ჩიჯავაძეები [[სოლომონ II|სოლომონ II-ის]] მეფობამდე. ერთხანს მათ [[დავით II (იმერეთის მეფე)|დავით გიორგის ძის]] ტახტზე მომაგრებას დიდათ შეუწყვეს ხელი, მაგრამ ამას მათი მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეს იმიტომ, რომ მალე ისინი მის წინააღმდეგ მებრძოლ [[სოლომონ II|დავით არჩილის ძეს]] (გამეფებიდან სოლომონ II) მიემხრნენ. ჩიჯავაძეების გასაჭირი კარგად არის ასახული ვახუშტის, ქაიხოსროს, გიორგისა და მათ სახლიკაცებს შორის დადებულ მე-18 საუკუნის მიწურულის პირობის წიგნებში, სადაც ისინი აცხადებენ: „ჩვენი ოჯახი დამდაბლებული, წამხდარი იყო... ჩვენი სამკვიდრებლისაგან უნაწილო ვიაყავით და სხვადასხვა ადგილას განბნეულსავით ვიაყავითო“.

ჩიჯავაძეების „წამხდარი“ საქმე გამოასწორა ამ საგვარეულოს ენერგიულმა წარმომადგენელმა [[ვახუშტი ჩიჯავაძე|ვახუშტიმ]], რომელმაც თავის „ცდით“ და სოლომონ II-ის „შეწყნარებით“ მიიღო ჩიჯავაძეთა ადრინდელი „სამკვიდრებელი“. ეს მოხდა დავით არჩილის ძის გამეფების (1789) შემდეგ ამავე წლის 8 დეკემბერს. ვახუშტი ჩიჯავაძე უთუოდ დიდად გამოადგა დავით არჩილის ძეს იმ ბრძოლაში, რომელსაც იგი ტახტზე ასვლისათვის აწარმოებდა. გამეფებისთანავე მის მიერ ვახუშტის „შეწყნარება“ ამით აიხსნება.
 
ამგვარად, „ჟამთა ვითარებისაგან... დამცირებული“ ჩიჯავაძეთა სახლი სოლომონ II–ის დროს ისევ აღზევდა. მაგრამ ვახუშტიმ თავისი საგვარეულოს ძველი სამფლობელო მთლიანად მაინც ვერ დაიბრუნა. ჩიჯავაძეების ოთხი სოფელი: გომი ანუ მუხაღრუა, დაბლა გომი, დაფნარი და ტობანიერი ჩამოერთვათ, საჩივაძეოს დასავლეთის საზღვრად სოფელი გომი (მუხაღრუა) და [[კაპიტონა|კაპტონის ღელე]] დაწესდა“. ეს სოფლები [[სოლომონ II]]-მ [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერს]] შესწირა. შეწირული სოფლები მეფის განკარგულებით ჩიჯავაძეთა და სხვათა სამფლობელოდგან გამიჯნულ იქნა წარწერიანი სამანი ქვებით, რომელთაგან რამდენიმე დღემდე შერჩენილია და რომლებზედაც ვკითხულობთ: „მეფემან სოლომონ გაენათს შეგწირე“, მეფემ არ მისცა ჩიჯავაძეებს აგრეთვე მათი ყოფილი აზნაური „ოტიელა ლორთქიფანიძე და მისი სახლიკაცი“ და ზოგი სხვა ყმა მამული.