ჩიჯავაძეთა სათავადო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
ჩიჯავაძეების რეზიდენცია სებეკაში იყო. აქ იჯდა სათავადოს უფროსი. აქ ჰქონდა მას სასახლე, ციხე სიმაგრე და კარის ეკლესია. სასახლე აგებული იყო მაღალ გორაზე, მდინარე სულორ რიონის შესართავთან ახლოს და გადაყურებდა ამ მდინარეთა ხეობას. ჩიჯავაძეთა სახლიკაცები განლაგებული იყვნენ ვანს, ჭინჭველაურს („ბზვანის თავზე“), ისრითსა და ამაღლებაში. საბეკას ციხის გარდა, ჩიჯავაძეები ფლობდნენ აგრეთვე ციხესულორის, ქვედა ვანის და საპაიჭაოს (ყუმურის) ციხე სიმაგრეებს.
 
საგვარეულო სასაფლაო ჰქონდათ ვანის ეკლესიაში, რომელიც მთავარანგელოზ მიქელისმიქაელის სახელზე იყო აშენებული. ეს ძველი ეკლესია, რომელიც საჩინოში ჩიჯავაძეების დამკვიდრებამდე იყო აგებული, ამ საგვარეულომ თავის სამარხად გაისაკუთრა. ჩიჯავაძეებმა მას ჩრდილოეთით ეკვდერი მიაშენეს, სადაც „ყოფილა დახატული მაშენებელი ეკვდრისა და სხვა პირნიც ჩიჯავაძეების გვარისა, მაგრამ მათი წარწერები აღარ ჩანან“. ეს ეკვდერი იყო ჩიჯავაძეების საძვალე.
 
ჩიჯავაძეები ერმრავალი ფეოდალები იყვნენ. XVIIმე-17 ს.საუკუნის მეორე ნახევრის ერტთი ცნობით, საჩინოს მხარეში, რომელიც ჩიჯავაძეებს ეკუთვნოდათ, 1000 კომლი ითვლებოდა. აქედან თუნდაც 200-300 კომლი მეფის, ეკლესიისა და სხვა მფლობელთა ყმებად რომ მივიჩნიოთ, ჩიჯავაძეების ყმათა რიცხვი მაინც საკმაოდ დიდი – 700–800 კომლი რჩება.
 
ჩიჯავაძეთა ყმა–გლეხები იყვნენ: ნიკოლეიშვილები, ტყეშელაშვილები, ხუხუშვილები;, მჟავანაძეები, ნიკოლაძეები, აბრამიძეები, ჯულაყიძეები, მხეიძეები, გურგენაძეები, ქამუშაძეები, ცხადაშვილები, ნამიჭეიშვილები, გიორგაძეები, ბაღდავაძეები, მორჩილაძეები, ჩხირაძეები, გოგაძეები, კორძაძეები, ჩუბინიძეები, ბურკაძეები, მახარაძეები, კალმახელიძეები, ხატისკაციხატისკაცები, გაბუნიაგაბუნიები, ფანცულაიაფანცულაიები და სხვსხვა.
 
ჩიჯავაძეების აზნაურები იყვნენ: ზაალიშვილები, ფარემუზაშვილები, მაკარაძეები, გოგორიშვილები, რატიძეები, ჩხეიძეები, ლორთქიფანიძეები, შათირიშვილები, ახვლედიანები (ვანის), ჩახუნაშვილები, სანადირაძეები, ჟვანიები და სხვა.
 
ჩიჯავაძეთა სათავადოს საგადასახადო შეუვალობა ჰქონდა მოპოვებული. 1810 წ.წლის ცნობით, საჩინოს მთელი მოსახლეობიდან, რომელიც, როგორც18 ზემოთ ვნახეთ, ХVIII ს.საუკუნის მეორე ნახევარში 1000 კომლს უდრიდა, სამეფო საურს იხდიდა მხოლოდ 10 კომლი, საუდიეროს – 20 კომლი.
 
ზოგი სხვა სამეფო ვალდებულება („მესადგომობა – შინ ცხენისა და კაცის ჩადგომა“) მართებდათ მდივანბეგ ვახუშტი ჩიჯავაძის „სახასო კაცებს“: ბზვანის წმინდა გიორგის ეკლესიის „შემავალს... ერთობით ტყეშელაშვილებს და ერთობით გურულებს – მჟავანაძეებს“. მაგრამ 1808 წელს სოლომონ II - მ ამისგან გაანთავისუფლა ისინი.
 
სათავადოს მართვის საქმეში ჩიჯავაძეები თავიანთ აზნაურებს იყენებდნენ. მაღალი თანამდებობები ჩიჯავაძეების კარზე აზნაურებს ეჭირათ. მაგალითად, სახლთუხუცესის სახელო 1811წ.1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა, მოურავის – 1798-1811 წლებში – ოტია, ქაიხოსრო, როსტომს და პაპუნა ლორთქიფანიძეებს, ნაცვლისა – 1808-1823 წლებში – დათუნა და ვახტანგ ჩახუნაშვილებს.
 
უფრო დაბალ, ხელოსნის თანამდებობაზე გლეხები ჩანან – აბრამიძეები და ნიკოლეიშვილები: 1808 წ.წელს – დავით აბრამიძე, 1809, 1810, 1811 წლებში კი – გიორგი (გიორგელა) ნიკოლეიშვილი.
 
ჩიჯავაძეების ერთი გვიანდელი ხანის (1827 წ.) საბუთში იხსენიება აგრეთვე მათი ტყის მცველი.
 
საეკლესიო მსახურთაგან ჩიჯავაძეთა სათავადოში ვხედავთ მხოლოდ მათ „კარის წინამძღვარს“ მაკარიოზს 1731 წ.წელს და ხუცესს ამავე წელში.
 
==ისტორია==
მე-16 საუკუნის მიწურულს ჩიჯავაძეები აქტიურად მონაწილეობენ იმ ბრძოლაში, რომელიც როსტომ იმერთა მეფესა და მის წინააღმდეგ ამხედრებულ გიორგი გურიელს შორის წარმოებს. ამ ბრძოლაში ერთი ჩიჯავაძე როსტომის მხარეზე ჩანს, მეორე – გურიელის და მის მიერ იმერეთის ტახტის პრეტენდენტად წამოყენებულ ბაგრატ თაიმურაზის ძისა. როცა გურიელმა გაიმარჯვა, მეფესთან ერთად მისი მომხრე ჩიჯავაძეც განდევნა და სათავადოს უფროსად „სხუა ჩიჯავაძე“ დასვა. არ ვიცით რა დღე დაადგა გურიელის მომხრე ჩიჯავაძეს, როცა 1590 წ.წელს როსტომმა ტახტი დაიბრუნა.
 
ამ ორი ჩიჯავაძედან შეილება ერთი იყოს ის საზვერელი ჩიჯავაძე, რომელსაც XVIIმე-17 ს.საუკუნის დამდეგს ვხედავთ. ეს ის დროა, როცა ბადურ არაგვის ერისთავს ერისთავობას ეცილება მისი ძმა ზურაბი. უკანასკნელისაგან ქართლიდან გამოდევნილი ბაადური თავის ოჯახით საზვერელ ჩიჯავაძემ შეიფარა. მაგრამ იგი ბაადურის ცოლს „ეტრფიალა“, მოკლა ერისთავი და ქალი თვითონ შეირთო. ზურაბმა ძმის სისხლი არ შეარჩინა საზვერელ ჩიჯავაძეს: წამოვიდა არაგვის ერისთავი „ფერსათის მთით“, მოულოდნელად თავს დაესხა საზვერელს საჩინოში, მოკლა იგი და ასე გადაუხადა სამაგიერო მას.
 
ამის შემდეგ ჩიჯავაძეები ერთ ხანს არ ჩანან წყაროებში. XVIIმე-17 ს.საუკუნის შუა წლებში კი ეს საგვარეულო ფრიად დაწინაურებულია. ამ დროს იმერეთის თავადურ გვართა შორის მას თავის ღირსებით მეოთხე ადგილი უჭირავს. ჩიჯავაძეთა გვარის წარმომადგენელი საზვერელ III იმერთა მეფის ალექსანდრე III–ის მიერ რუსთ ხელმწიფისათვის გაგზავნილ 1651 წ.წლის ფიცის წიგნში მეოთხე ადგილზე იხსენიება. სათავადოს უფროსობაც საზვერელს აქვს (გვარში ის პირველობს).
 
საზვერელ III-ის თანამოგვარეებს ვხედავთ აგრეთვე იმავე ალექსანდრე III-ის მეფობის (1639-1660 წწ.) უკანასკნელ წლებში. ისინი იმ ლაშქარში არიან, რომელიც ვამეყ დადიანმა, დასახელებულ მეფესთან შეთანხმებით, ქაიხოსრო გურიელს შეუსია „შუა გურიაში“. ქაიხოსრომ ეს ლაშქარი დაამარცხა. თავდამსხმელთაგან ბევრი ტყვედ „დაარჩინა“. ტყვეთა შორის იყვნენ ჩიჯავაძეებიც. ყურადღებას იპყრობს ერთი ტყვე ჩიჯავაძის საომარი იარაღები: „ჯაჭვი, ხრმალი, ლახტი“, რომელნიც იმდენად ძვირფასია, რომ გურიელი მათ თავისი გამარჯვების აღსანიშნავად აჭის წმინდა გიორგის საყდარს სწირავს.
 
ალექსანდრე III-ის მემკვიდრის ბაგრატ IV-ის მიერ რუსეთის მეფის ალექსის სახელზე გაგზავნილ წერილშიც საზვერელ III ჩიჯავაძე მეფის დიდებულ თავადთა („დიდ ბოიართა“) შორის არის წარმოდგენილი. იქვე მეორეხარისხოვან თავადთა („ბოიართა“) რიგებში იხსენიებიან საზვერელის სახლიკაცები: როსტომ, ლომკაცი და ლიპარი ჩიჯავაძეები.
 
იმავე ბაგრატ IV-ის დროს საზვერელი დიდ წარმატებას აღწევს. 1673 წ.წელს მას სახლთუხუცესის თანამდებობით ვხეავთ. ეს ის საზვერელ ჩიჯავაძე უნდა იყოს, რომელიც შემდეგშიც ბაგრატ IV-ის მხარეზე ჩანს და მის მეტოქე არჩილთან ბრძოლაში იღუპება 1679 წ.წელს მეფის ერთგულ თავადს, უნდა ვიფიქროთ, სახლთუხუცესის სახელო სიკვდილამდე ჰქონდა.
 
იმ პოლიტიკური აშლილობის დროს, რომელიც ალექსანდრე III-ის გარდაცვალებიდან იმერეთში დაიწყო, ჩიჯავაძეები ერთ ხანს გურიელის გავლენის ქვეშ მოექცნენ. 1661 წელს ქართლის მეფე ვახტანგ V-მ (შაჰ–ნავაზმა) იმერეთი დალაშქრა, საჩიჯავაძეოს მომიჯნავე საჯავახო გურიელს გადასცა. ქართლის მეფის ეს ღონისძიება იმერეთის კანონიერ მეფესა და გურიელს შორის განწყობილების გამწვავებას და არჩილის მოწინაარმდეგეთა გაფანტვას ისახავდა მიზნად. მართლაც, გურიელის ხელში საჯავახოს გადასვლას მოჰყვა ის, რომ „ჩიჯავაძენი მარადის იყუნენ წინაშე“ გურიელისა. შეიძლება ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ალექსანდრე V-ის ძმამ მამუკა ბატონიშვილმა წაართვა ბეჟან ჩიჯავაძეს საჩიჯავაძეო და თვითონ „დაიპყრა“ იგი. ეს მოხდა 1734–1735 წლებში. გურიელის „წინაშე“ ყოფნისა თუ სხვა მიზეზის გამო ჩიჯავაძეები ამაზე ადრეც დაქვეითებული ჩანან. მაგალითად, „ჩინებული თავადის“ ლომკაც ჩიჯავაძის თანამეცხედრე ანიკა 1731წ.1731 წელს ჩივის: „ჟამთა ვითარებისაგან ჩვენი სახლი დამცირებულ იყოო“.
 
უკეთეს მდგომარეობაში არ არიან ჩიჯავაძეები სოლომონ I -ის დროშიც. ამ მეფემ, როგორც ზემოთ ითქვა, ჩამოართვა „საყულია, რაც რომ ჩიჯავაძის წყალობით მიცემული ჰქონდა“ და 1770 წ.წელს ქაიხოსროსა და პაპუჩა აბულაძეებს უბოძა. მეტიც: სოლომონ I ის მეფობაშიც ჩიჯავაძეებს მთლიანად ჩამორთმეული აქვთ მათი საგვარეულო სამფლობელო „საჩინოს მხარე“ და 1772 წ.წელს ის მეფეს უჭირავს. მართალია, 1789 წლის ერთი დოკუმენტის მიხედვით, მამუკა ბატონიშვილის მიერ „გაღარიბებული“, „ობლად დარჩენილი“ ჩიჯავაძეები სოლომონ I–ს „დაეზარდა“ და მათი „რჩენა ნდომოდა“ ოღონდ „დროს არ მიეცა“... მაგრამ ამასთან ისიც ფაქტია, რომ ჩიჯავაძეების სამფლობელო სოლომონის ხელშია და მათი ზემოხსენებული საყულიაც მან სხვებს მისცა!
 
მძიმე მდგომარეობაში რჩებიან ჩიჯავაძეები სოლომონ II -ის მეფობამდე. ერთხანს მათ დავით გიორგის ძის ტახტზე მომაგრებას დიდათ შეუწყვეს ხელი, მაგრამ ამას მათი მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ეს იმიტომ, რომ მალე ისინი მის წინააღმდეგ მებრძოლ დავით არჩილის ძეს (გამეფებიდან სოლომონ II) მიემხრნენ. ჩიჯავაძეების გასაჭირი კარგად არის ასახული ვახუშტის, ქაიხოსროს, გიორგისა და მათ სახლიკაცებს შორის დადებულ XVIIIმე-18 ს.საუკუნის მიწურულის პირობის წიგნებში, სადაც ისინი აცხადებენ: „ჩვენი ოჯახი დამდაბლებული, წამხდარი იყო... ჩვენი სამკვიდრებლისაგან უნაწილო ვიაყავით და სხვადასხვა ადგილას განბნეულსავით ვიაყავითო“. ჩიჯავაძეების „წამხდარი“ საქმე გამოასწორა ამ საგვარეულოს ენერგიულმა წარმომადგენელმა ვახუშტიმ, რომელმაც თავის „ცდით“ და სოლომონ II-ის „შეწყნარებით“ მიიღო ჩიჯავაძეთა ადრინდელი „სამკვიდრებელი“. ეს მოხდა დავით არჩილის ძის გამეფების (1789 წ.) შემდეგ ამავე წლის 8 დეკემბერს. ვახუშტი ჩიჯავაძე უთუოდ დიდად გამოადგა დავით არჩილის ძეს იმ ბრძოლაში, რომელსაც იგი ტახტზე ასვლისათვის აწარმოებდა. გამეფებისთანავე მის მიერ ვახუშტის „შეწყნარება“ ამით აიხსნება.
 
ამგვარად, „ჟამთა ვითარებისაგან... დამცირებული“ ჩიჯავაძეთა სახლი სოლომონ II–ის დროს ისევ აღზევდა. მაგრამ ვახუშტიმ თავისი საგვარეულოს ძველი სამფლობელო მთლიანად მაინც ვერ დაიბრუნა. ჩიჯავაძეების ოთხი სოფელი: გომი ანუ მუხაღრუა, დაბლა–გომი, დაფნარი და ტობანიერი ჩამოერთვათ, საჩივაძეოს დასავლეთის საზღვრად სოფელი გომი (მუხაღრუა) და კაპტონის ღელე დაწესდა“. ეს სოფლები [[სოლომონ II]]-მ [[გელათის მონასტერი|გელათის მონასტერს]] შესწირა. შეწირული სოფლები მეფის განკარგულებით ჩიჯავაძეთა და სხვათა სამფლობელოდგან გამიჯნულ იქნა წარწერიანი სამანი ქვებით, რომელთაგან რამდენიმე დღემდე შერჩენილია და რომლებზედაც ვკითხულობთ: „მეფემან სოლომონ გაენათს შეგწირე“, მეფემ არ მისცა ჩიჯავაძეებს აგრეთვე მათი ყოფილი აზნაური „ოტიელა ლორთქიფანიძე და მისი სახლიკაცი“ და ზოგი სხვა ყმა მამული.
 
1734–1735 წლებიდან 1789 წ.წლის დასასრულამდე ჩიჯავაძეთა გვარი, როგორც ვნახეთ, თავის „სამკვიდრებლისაგან უწილოა“ და „სხვადასხვა ადგილას განბნეულსავით“ არის. ცხადია, ამ დროს ჩიჯავაძეთა სათავადო არ არსებობს. ამ სათავადოს გაუქმება ალექსანდრე V –ისV–ის (1720-1752 წწ.) ადმინისტრაციული ღონისძიების შედეგი უნდა იყოს.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩიჯავაძეების გვარში „სათავისთავო“ ინდივიდუალური საკუთრებისკენ ლტოლვა ადრევე დაიწყო და საკუთრების ამ პროგრესულმა ფორმამ ადრევე დაძლია საგვარეულო საკუთრება. ამ მხრივ ნისანდობლივია ის, რომ გვიან, მაგრამ იმერეთის თავადებიდან ერთ–ერთმა პირველთაგანმა, სწორედ ჩიჯავაძემ მოაწყო სასაქონლო ხასიათის მეურნეობა. ყოველ შემთხვევაში, ვახუშტიმ საჩიჯავაძეო ადგილ–მამული რომ მიიღო (1789 წლის მიწურულს), სახლიკაცებს შორის ერთობის შესახებ „ლაპარაკი“ იყო, მაგრამ „ერთად დგომა აღარ მოხდა“ და გვარის წევრები „ცალკე გევიდნენ“. 1790–1791 წლებში ვახუსტიმ მისცა თავის თანამოგვარეებს, რაც „სამართლით“ მისგან ერგებოდათ „კაციცა და მიწა–წყალიც“ (ჩიჯავაძეთა თავკაცი ამ დროს ვახუშტი იყო). ამრიგად საგვარეულო სამფლობელოს დაბრუნების შემდეგ, მოკლე ხანში, ჩიჯავაძეები გაიყარნენ, გაინაწილეს საერთო ყმა–მამული და ამიერიდან ერთ სათავადო სახლად არ გაერთიანებულან.
 
ვახუშტი ჩიჯავაძეს ამის შემდეგაც ჰქონდა წარმატება: 1799–1801 წლებში სოლომონ II-მ მას მდივანბეგის თანამდებობა, რომელიც სიკვდილამდე ეჭირა ვახუშტი მეფესთან ფრიად დაახლოებული იყო. მეფესაც მისი „ძმობის“ იმედი ჰქონდა. მათი კეთილი დამოკიდებულება ნათესაობითაც იყო შემტკიცებული. ვახუშტი დაქორწინებული იყო დადიანის ასულ მარიამზე, რომელიც სოლომონ II - ის თანამეცხედრის აგრეთვე დადიანის ასულ მარიამის ახლო ნათესავი იყო. ამიტომაა, რომ დედოფალი ვახუშტის „ფრიად საყვარელ სიძესა და ძმას“ უწოდებს. უთუოდ ამ ნათესაობამაც შეუწყო ხელი მის დაწინაურებას.
 
საგვარეულო მიწა–წყლის განაწილების შემდეგ ჩიჯავაძეები ჩანან როგორც ცალკეული მემამულეები. ერთი მსხვილი მემამულე ამ საგვარეულოში, და მთელ XVIII ს.მე-18 დასასრულს და XIXმე-19 ს.საუკუნის დამდეგს იყო იგივე ვახუშტი. გვიან კიდევ – მისი მემკვიდრე ნიკოლოზ ჩიჯავაძე, რომელსაც კაპიტალისტურ საწყისებზე გამართული დიდი მეურნეობა ჰქონდა.
 
==საგვარეულოს წარმომადგენლები==