საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 84:
1917 წლის მარტიდან სექტემბრამდე საქართველოში დიდი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად. შემუშავდა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, განისაზღვრა ეპარქიათა რაოდენობა. რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ ეპისკოპოს კირიონს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით შეხვდნენ ისინი, ვინც ამ მოღვაწის პიროვნების ფასი იცოდნენ.
[[ფაილი:Patriarch Kyrion II of Georgia.jpg|მინიატიურა|მარჯვნივ|კირიონ II]]
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება|პიველიპირველი საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1917 წელს 8-17 სექტემბერს. დაადგინეს მართვა გამგეობის დებულებანი და 1917 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. კენჭს იყრიდა სამი კანდიდატი: მიტროპოლიტი ლეონიდე, ეპისკოპოსი კირიონი და არქიმანდრიტი ამბროსი (უკანასკნელმა მალევე მოხსნა კანდიდატურა). კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი (გიორგი საძაგლიშვილი) [[კირიონ II|კირიონ II-ის]] სახელწოდებით. 1 ოქტომბერს განსაკუთრებული ზეიმით მოხდა კირიონ II-ის აღსაყდრება მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. პატრიარქს მცხეთის რკინიგზის სადგურში დახვდა მთელი ქართველობა, ხევსურები ჩაჩხანებში იარაღასხმულები საზეიმოდ დახვდნენ მას{{sfn-2|საქართველოს ისტორია, XX საუკუნე|2003|გვ=244}}{{sfn-2|საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი 4, XVII-XX საუკუნეები|2012|გვ=207}}
 
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი კუთვნილი ადგილი უნდა დაეკავებინა, როგორც საქართველოს სულიერ ცხოვრებაში, ასევე მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში. ამ ამოცანების შესასრულებლად დიდი შრომა, ინტელექტი და თავდადება იყო საჭირო. კათოლიკოს-პატრიარქი [[კირიონ II]] სწორედ ის საჭეთმპყრობელი იყო, რომელიც ქართულ ეკლესიას გადაალახვინებდა იმ სიძნელეებს, რომელიც შექმნილი იყო როგორც მატერიალური, ასევე სულიერი ცხოვრების სფეროში.