აბდულმესიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''„აბდულმესიანი“''' — ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი, სახოტბო ოდების კრებული, რომლის ავტორად მიჩნეულია [[იოანე შავთელი]]. ძეგლში მოხსენებული სხვადასხვა ისტორიული რეალიის მიხედვით (ტრაპიზონის სამეფოს დაარსება, [[ბასიანის ბრძოლა]]) იგი შექმნილი უნდა იყოს XIII საუკუნის პირველ ათწლეულში. თხზულებაში [[თამარ მეფე|თამარ მეფესთან]] ერთად შექებულია მისი მეუღლე [[დავით სოსლანი]], რასაც ადასტურებს იგივე ისტორიული რეალიები, ნაწარმოების იდეოლოგიური მიმართულება და მისი ზოგი ხელნაწერის სათაურიც. ამ ტრადიციული თვალსაზრისისაგან განსხვავებით [[ნიკო მარი, ნიკოლოზ|ნ. მარს]] "აბდულმესიანი"„აბდულმესიანი“ დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა. [[კორნელი კეკელიძე, კორნელი|კ. კეკელიძეს]] მიაჩნდა, რომ თხზულებაში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფე, ამასთან იზიარებდა ძველ ქართველ მეცნიერთა ([[იოანე ბაგრატიონი, იოანე|იოანე]] და [[თეიმურაზ ბაგრატიონი, თეიმურაზ|თეიმურაზ ბაგრატიონების]] და სხვა) შეხედულებას, რომ "აბდულმესიანი"„აბდულმესიანი“ სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. [[შალვა ნუცუბიძე, შალვა|შ. ნუცუბიძის]] აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა დავით აღმაშენებლის ქება შეთხზა, მეორემ კი - თამარ მეფისა და დავით სოსლანის ქება. ამ ორი თხზულების შერწყმის შედეგად წარმოიშვა "აბდულმესიანის"„აბდულმესიანის“ სახელით ცნობილი, ჩვენამდე მოღწეული კრებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ართულებს ისიც, რომ ხოტბათა ტექსტმა გვიანდელი (XVIII-XIX სს.) და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. მრავალ გაუგებრობას დაუდო სათავე [[დუმბაძე, იაკობ|იაკობ დუმბაძემაცდუმბაძე]]მაც (XVII ს.). მან თხზულება [[არჩილ II|არჩილ]] მეფის ხოტბად გადააკეთა, ტექსტში თამარის სახელი წარხოცა და ავტორობაც მიისაკუთრა.
 
"აბდულმესია"„აბდულმესია“ თხზულების სახელწოდება და შექებული გმირის ეპითეტი უნდა იყოს (აბდ ალ-მესიჰ, არაბულად - მონა მესიისა, ქრისტესი) და არა ავტორის ზედწოდება, როგორც ადრე ეგონათ [[დავით რექტორი|დავით რექტორს]], პ. იოსელიანსა და სხვებს. მას თხზულების გმირად მიიჩნევს ერთ-ერთი უძველესი წყაროც - "[[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსნის]]" ბიბლიოგრაფიული სტროფი [(უქია) "აბდულმესია„აბდულმესია - შავთელსა..."].
 
აბდულმესიანი საკარო პოეზიის ტიპობრივი ნიმუშია, რომელშიც შექებულია მეფე-პატრონთა ქველი საქმეები. "აბდულმესიანში"„აბდულმესიანში“ გატარებულია იმ დროისთვის პროგრესული იდეა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოსი, რომელსაც წარმართავს ღვთით დადგენილი თვითმპყრობელი მეფე. ღრმა ეროვნულ სულისკვეთებასთან ერთად თხზულების მსოფლმხედველობრივი საფუძველია აღიარება ძლიერი ქართული სახელმწიფოსი, რომელსაც იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული მისია - ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცება ეკისრებოდა. თავისი მესიანისტური კინცეფციით "აბდულმესიანი"„აბდულმესიანი“ ეხმაურება კლასიკური ხანის სხვა ძეგლებს. მისი იდეოლოგიური მიმართულების აშკარა პარალელი დასტურდება თამარისავე ეპოქის საისტორიო თხზულებებში.
 
ხოტბები დაწერილია ამაღლებული, მწიგნობრული სტილით. ავტორი ამჟღავნებს ფართო და ღრმა განსწავლულობას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბდულმესიანი“-დან