ზორან მილანოვიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ლიდერი | სახელი = ზორან მილანოვიჩი | სურათი= Z milanovic.jpg |...
 
ხაზი 60:
 
ამავე პერიოდში მილანოვიჩმა დაიწყო თავისი პოლიტიკური კარიერა. [[1999]] წელს გაწევრიანდა [[ხორვატიის კომუნისტთა კავშირი]]ს ბაზაზე ჩამოყალიბებულ [[ხორვატიის სოციალ-დემოკრატიული-პარტია|სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში]]. პარტიის [[2000]] წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში [[ნატო]]სთან თანამშრომლობას კურირებდა. სამი წლის შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა მინისტრის [[ტონინო პიცული]]ს მრჩეველი. [[2003]] წელს საპარლამენტო არჩევნებში ხორვატიის დემოკრატიული თანამშრომლობის გამარჯვების შემდეგ მილანოვიჩი ტოვებს თანამდებობას.
 
[[2004]] წელს აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, ხოლო ორი წლის შემდეგ მცირე ხნით გახდა პარტიის პრეს-მდივანი. პარტიის ლიდერის [[ივიცა რაჩანი]]ს გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელად. პარტიის რეიტინგნმა სწრაფი ზრდა დაიწყო და [[2007]] წლის არჩევნებში გახდა უმსხვილესი ოპოზიციური ძალა.
 
[[2011]] წლის 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში შექმნილმა კოალიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მიიღო მანდატების უმრავლესობა. შესაბამისად 23 დეკემბერს დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
 
[[2019]] წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. ორი ტურის შემდეგ დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი [[კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი]] და გახდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი. თანამდებობას დაიკავებს [[2020]] წლის 19 თებერვალს.
 
== ოჯახი ==
ზორან მილანოვიჩი [[1994]] წლიდან დაოჯახებულია. მისი მეუღლეა სანიე მუსიჩ-მილანოვიჩი, მათ ყავთ ორი შვილი ანტე და მარკო.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons category|Zoran Milanović}}
* {{cite web|url=http://arhiva.nacional.hr/en/articles/view/33608/18/|publisher=[[Nacional (weekly)|Nacional]]|title=Zoran Milanovic – The Rise of Racan's Successor|author=Robert Bajruši|date=17 April 2007|accessdate=25 July 2012|archivedate=25 July 2012|url-status=live|archiveurl=https://www.webcitation.org/69QLDFWG4?url=http://www.nacional.hr/en/clanak/33608/zoran-milanovic-the-rise-of-racans-successor}}
* [https://web.archive.org/web/20070803020940/http://www.javno.com/hr/hrvatska/clanak.php?id=49361 {{in lang|hr}} Javno.com: Biography]