თებე (საბერძნეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 1:
[[ფაილი:Thebes-1.jpg|მინი|ანტიკური თებეს ცენტრალური ციხის ნანგრევი]]
'''თებე''' ({{lang-grc|Θῆβαι}} [tʰɛ̂ːbai̯]; {{lang-el|Θήβα}} [ˈθiva]) — ძველი ბერძნული ქალაქი [[ბეოტია|ბეოტიაში]]. ცნობილია [[მიკენის ცივილიზაცია|მიკენის]] პერიოდიდან. თქმულების მიხედვით, დააარსა კადმემ. [[ჰომეროსი]] მოიხსენიებს „შვიდკარიბჭიან თებეს“. თებე მრავალი თქმულების მოქმედების ასპარეზი იყო ([[სფინქსი (მითოლოგია)|სფინქსის]], [[ოიდიპოსი]]ს, [[ანტიგონე]]სა და სხვა მითები). ძვ. წ. VI საუკუნეში თებე [[ბეოტიის კავშირი|ბეოტიის კავშირს]] მეთაურობდა. [[ბერძენ-სპარსელთა ომები]]ს (ძვ. წ. 500-449 წწ.) დროს სპარსელებს უჭერდა მხარს. [[პელოპონესის ომი]]ს დროს (ძვ. წ. 431-404 წწ.) თებე [[ათენი]]ს წინააღმდეგ გამოდიოდა. [[კორინთის ომი]]ს დროს (ძვ. წ. 395-387 წწ.) კი — უკვე ათენის მხარეზეა [[სპარტა]]ს წინააღმდეგ. [[ანტალკიდას ზავი]]ს (ძვ. წ. 387 წ.) პირობებით, ბეოტიის კავშირი დაიშალა. ძვ. წ. 379 წელს [[პელოპიდა]]სა და ეპამინონდას მეთაურობით თებეში დემოკრატიულმა ფენამ გაიმარჯვა, ბეოტიის კავშირი აღდგა და თებე მსხვილი პოლიტიკური ძალა გახდა [[საბერძნეთი|საბერძნეთში]]. ძვ. წ. 371 წელს (ლევქტრასთან) და ძვ. წ. 362 წელს (მანტინეასთან) თებეს ჯარმა ეპამინონდას სარდლობით ორჯერ დაამარცხა სპარტელები, მაგრამ ეპამინონდას სიკვდილის (ძვ. წ. 362 წ.) შემდეგ თებეს მნიშვნელობა დაეცა. ძვ. წ. 338 წელს [[ქერონეის ბრძოლა]]ში თებე დამარცხდა და [[მაკედონიის სამეფო|მაკედონიას]] დაემორჩილა. ძვ. წ. 335 წელს, ანტიმაკედონიური აჯანყების ჩახშობის დროს, [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელმა]] თებე მიწასთან გაასწორა, თუმცა შემდეგ ნაწილობრივ აღადგინეს. ძვ. წ. 146 წელს თებე რომის შემადგენლობაში შევიდა.
 
== ცნობილი ადამიანები თებედან ==
* [[პელოპიდა]] - (დაახ. ძვ. წ. 410, თებე – გ. ძვ. წ. 364) პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. ანტისპარტული დემოკრატიული გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი (379).
* [[პინდაროსი]] - (ძვ. წ. VII — გ. ძვ. წ. VI) — ძველი ბერძნული საგუნდო ლირიკის ცნობილი წარმომადგენელი.
* [[ლუკა მახარებელი]] - ლუკას სახარებისა და მოციქულთა წიგნის, ახალი აღთქმის მესამე და მეხუთე წიგნების ავტორი. დასაფლავებულია თეებში
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[ბეოტია]]
 
== ლიტერატურა ==
*{{ქსე|4|629-630|}}
*[[ჰეროდოტე]] – ''[[ისტორია (ჰეროდოტე)|ისტორია]]''
*[[მიხაელ ანგოლდი]] (1984) – ''The Byzantine Empire, 1025–1204''
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{commons category|Thebes, Greece}}
*[http://www.timelessmyths.com/classical/thebes.html Timeless Myths – House of Thebes]
*{{cite web |url=http://pleiades.stoa.org/places/541138 |title=Places: 541138 (Thebai/Thebae) |author=Fossey, J. |author2=J. Morin |author3=G. Reger |author4=R. Talbert |author5=T. Elliott |author6=S. Gillies |accessdate=March 8, 2012<!-- 3:20 pm -->|publisher=Pleiades}}
 
[[კატეგორია:საბერძნეთის ქალაქები]]