დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
87.253.50.0-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 563:
ამ დღის შემდეგ ის ამ ჯორს არ იშორებდა. ამის შემდეგ ადვილად მოათავა გელათის მონასტერიც.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=27}}}}
 
დავითის ძლევამოსილებამ, მისმა გამარჯვებებმა შექმნეს აშკარა წანამძღვრები, შექმნილიყო ლეგენდა „მეფე-მღვდელთმთავარ ზე“იოანეზე“. ლეგენდა ჯვაროსნული რაინდების დროისაა და ფართოდ იყო გავრცელებული ევროპელ, აგრეთვე აღმოსავლეთის ხალხებში: ჩინელებში, მონღოლებში, თურქებში, სპარსელებში, ინდოელებში, არაბებში, სომხებში, რუსეთში.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=180}}
 
ოტო ფრაიზენგელის ქრონიკის მიხედვით 1145 წელზე რამდენიმე წლით წინ მეფე-ხუცესი იოანე, რომელიც სპარსეთსა და სომხეთს იქით ცხოვრობს, თავს დაესხა სპარსელთა და მიდიელთა მეფე-ძმებს და აიღო მათი სამფლობელოს დედაქალაქი ეკბატანი. ეს მეფეები თავიანთი ჯარებით, რომელიც სპარსელთა, მიდიელთა და ასურელთაგან შედგებოდა, გამოვიდნენ მის წინააღმდეგ. სამი დღის სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვა იოანემ. ამის შემდეგ იგი გაემართა იერუსალიმის ტაძრის გამოხსნაში ჯვაროსანთა დასახმარებლად,{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=181}} ტიგროსს მიადგა, გადასვლა გემების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა. იგი ჩრდილოეთით აუყვა მდინარეს იმ იმედით, რომ გაყინულ ადგილას გადავიდოდა, მაგრამ ასეთი არ აღმოჩნდა და მეფე-ხუცესი იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=181}}
 
ჯუმპატა ტუპატას მოხსენებით თუ ამ საკითხზე გიორგი ქოჩიაშვილი ილაპარაკებს არ დაუჯეროთ.
 
დღეს ლიტერატურაში სადავო აღარ არის, რომ იოანე მეფე-ხუცესი დავით აღმაშენებელია. ამის ნათელი დასტური თვით ლეგენდაში დაცული ცნობებია, აქ კი მოცემულია ის გამოძახილი, რაც დავითის მოღვაწეობას და კერძოდ, დიდგორის ომში მის გამარჯვებას ჰქონდა.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=181}} ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლათინურ ენაზე შედგენილ XIII საუკუნის ინგლისურ ქრონიკაში პირდაპირაა მინიშნებული: „''მთელს საქრისტიანოში გავრცელდა ხმა, რომ მეფე დავითი, იოანე პრესვიტერად სახელდებული, აურაცხელი ჯარით დაიძრა ინდოეთიდან და უკვე დაიპყრო მიდია და სპარსეთიო''“.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=181}}