რობერ დე კურტენე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 52:
 
== ბიოგრაფია ==
[[1219]] წელს დედა-იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, მისმა უფროსმა ძმამ, ნამიურის მარკგრაფმა ფილიპემ უარი თქვა სამეფო ტახტზე და რობერს უანდერძა კონსტანტინოპოლის ტახტი. ორი წლის განმავლობაში იმპერიის მმართველი იყო რაინდი კონონ დე ბეზანი, რომელიც ასევე ცნობილი იყო, როგორც ტრუბადური. რობერტის კორონაცია მოხდა მხოლოდ [[1221]] წლის 25 მარტს. ლათინთა იმპერია ამ პერიოდისათვის საკმაოდ მძიმე ვითარებაში იყო, დაჩრდილეს [[ეპირის დესპოტატი|ეპირის დესპოტატმა]] და [[ნიკეის იმპერია]]მ და ახალგაზრდა იმპერატორმა დახმარებისათვის მიმართა რომის პაპ [[ჰონორიუს III]]-სა და საფრანგეთის მეფე [[ფილიპ II ოგიუსტი|ფილიპ II-ს]], თუმცა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ მიუღია. [[1224]] წელს ეპირის მმართველმა თეოდორე კომნინ-დუკამ დაიპყრო თესალონიკი და თავი თესალონიკის იმპერატორად გამოაცხადა. [[1225]] წელს თესალონიკის იმპერატორი შეიჭრა თრაკიაში და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა ადრიანოპოლი ([[ედირნე]]), მიუახლოვდა კონსტანტინოპოლს და დაიწყო მზადება ალყისათვის.
 
ამ ვითარებაში ლათინთა იმპერატორი იძულებული გახდა შეთანხმებაზე წასულიყო ნიკეის იმპერატორ [[იოანე III დუკა ვატაცე]]სთან. რობერმა მისი ყველა დაპყრობა აღიარა და დაპირდა რომ ცოლად მოიყვანდა ნიკეის იმპერატორის [[თეოდორე I ლასკარისი]]ს ქალიშვილს, ევდოკიას. თუმცა მოგვიანებით ლათინთა იმპერატორმა პირობა შეცვალა და ცოლად მოიყვანა რაინდ ბალდუინ ნევილელის ქალიშვილი. იმპერატორის ვასალები ამ პოლიტიკურ ქორწინებას ვერ შეეგუენ, მოუკლეს მას დედა, თავად გოგონა დაამახინჯეს, მოჭრეს ცხვირი და შეეცადნენ იმპერატორის მკვლელობას. რობერმა მიატოვა კონსტანტინოპოლი და გარდაიცვალა [[1228]] წელს [[მორეა]]ში.
 
== ლიტერატურა ==