ლობოტომია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(განსხვავება არ არის)

16:46, 7 იანვარი 2020-ის ვერსია

ლობოტომიაფსიქოქირურგიის ყველაზე ცნობილი ფორმა, რომლის დროსაც იჭრება თავის ტვინის შუბლის წილებისა და დიენცეფალონის შემაერთებელი ნერვული ბოჭკოები, კერძოდ, თალამუსთან და ჰიპოთალამუსთან განლაგებული ბოჭკოები. იგი გულისხმობს თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქში შეწყვეტილ კავშირებს.[1]პროცედურა შეიმუშავა პორტუგალიელმა ნეიროქირურგმა ანტონიო ეგაშ მონიშმა, რომელმაც 1949 წელს ნობელის პრემია მიიღო მკურნალობის ამ მეთოდისათვის, თუმცა პრიზის მინიჭება სადავო გახდა.[2]

ფაილი:Icepicks1.jpg
ლობოტომიისთვის განკუთვნილი ხელსაწყოები

პროცედურის გამოყენება მკვეთრად გაიზარდა 1940-იანი წლების დასაწყისიდან, 1951 წლისთვის თითქმის 20 000 ლობოტომია განხორციელდა შეერთებულ შტატებში და უფრო მეტი გაერთიანებულ სამეფოში.[3] ლობოტომიის უმრავლესობა ტარდებოდა ქალებზე. 1951 წლისთვის ამერიკულ საავადმყოფოებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლობოტომიის პაციენტების თითქმის 60% ქალი იყო. მონაცემებიდან ჩანს, რომ ონტარიოში ლობოტომიის 74% 1948–1952 წლებში ჩატარდა ქალებზე.[4][5][6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Lobotomy: Definition, Procedure & History“. Live Science. ციტირების თარიღი: 2018-06-28.
  2. Sutherland, John. Should they de-Nobel Moniz?. The Guardian. 5 August 2004 [Retrieved 22 December 2011].
  3. Levinson, Hugh (8 November 2011). „The strange and curious history of lobotomy“. BBC News. BBC.
  4. Johnson, Jenell (17 October 2014) American Lobotomy: A Rhetorical History. University of Michigan Press, გვ. 50–60. ISBN 978-0472119448. ციტირების თარიღი: 12 August 2017. 
  5. El-Hai, Jack. Race and Gender in the Selection of Patients for Lobotomy (2016-12-21). ციტირების თარიღი: 12 August 2017.
  6. Lobotomies. ციტირების თარიღი: 12 August 2017.