სამაჩაბლო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Georgien888-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
'''სამაჩაბლო''' — ფეოდალური [[საქართველო]]ს ერთ-ერთი სათავადო. წარმოიშვა [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] დასაწყისში მდინარე [[ლიახვი]]ს შუა და ზემო წელზე, ისტორიულ [[აჩაბეთი]]ს ხევში. სახელწოდება მომდინარეობს თავად [[მაჩაბლები|მაჩაბელთა]] გვარიდან, რომელთა წინაპრები იყვნენ აზნაური [[თავხელიძეები]] (სხვა თვალსაზრისით, [[ანჩაბაძეები]]). სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი, ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი — თირის მონასტერი და საბაწმინდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს. სამაჩაბლოს სამხრეთი ნაწილის ეკონომიკა ეყრდნობოდა სარწყავ მიწათმოქმედებას. ხეობის ზემო წელზე მისდევდნენ [[მემინდვრეობა]]ს (ითესებოდა [[ქერი]]), განვითარებული იყო [[მესაქონლეობა]]. სამაჩაბლოს ჩამოყალიბება და ტერიტორიული გაფართოება დაკავშირებული იყო მეფის ხელისუფლების წინააღმდეგობის დაძლევასთან. სამაჩაბლოს აღმოსავლეთით ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთიდან [[ფავლენიშვილები|ფავლენიშვილთა]] და [[ამილახვრები|ამილახვართა]] მამულები, სამხრეთ-დასავლეთით საყაფლანიშვილო, ჩრდილო-დასავლეთით — [[რაჭის საერისთავო]]. ჩრდილოეთით მაჩაბელთა ძალაუფლება დვალეთამდე აღწევდა. [[XV საუკუნე]]ში მაჩაბელთა მეგებრეა დვალეთის ერთ-ერთი ხეობის — ჟღელეს — სოფლები, ხოლო [[XVII საუკუნე|XVII]] დამლევს — ზროგოს ხეობის სოფლები. სამაჩაბლო გაუქმდა [[1850]] წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.
 
==ლიტერატურა==
*''ანდღულაძე ნ.'', თირის მონასტრის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1976;
Line 5 ⟶ 6:
*''ჯანაშია ს.'', ბარათაშვილთა გენეოლოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
{{ქსე|8|709|გვასალია ჯ.}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.allgeo.org/index.php/ru/885-abkhaziya-samachablo-yuzhnaya-osetiya-i-gruzinskaya-ssr სამაჩაბლოს ისტორია]
 
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამაჩაბლო“-დან