ბრიტნი სპირსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''ბრიტნი ჯინ სპირსი''' ({{lang-en|Britney Jean Spears;}} დ. [[2 დეკემბერი]] [[1981]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] მომღერალი. დაიბადა მაკკომბში (მისისიპი) და გაიზარდა კენტვუდში (ლუიზიანა). სიმღერით გამოსვლები დაიწყო ბავშვობიდან, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა. 1997 წელს გააფორმა კონტრაქტი ლეიბლთან [[Jive Records]] და 1999 წელს გამოსცა სადებიუტო ალბომი ''[[...Baby One More Time]]'', რომელიც იმ დროისათვის მოზარდი სოლო შემსრულებლის მიერ გამოცემულ ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა.<ref>Folkard, Claire (2003). ''Guinness World Records 2003''. Bantam Books. p. 288. ISBN 978-0-553-58636-7.</ref> მუსიკალურ ინდუსტრიაში პირველი ათწლეულის პერიოდში იგი იქცა მეინსტრიმული პოპულარული მუსიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ფიგურად, რასაც მოჰყვა საჯაროდ გამოტანილი პირადი ცხოვრების დეტალებიც. მისმა პირველმა ორმა ალბომმა აქცია პოპ-ხატად და გაყიდვების რეკორდები დაამყარა, ხოლო სიმღერები „[[...Baby One More Time (სიმღერა)|...Baby One More Time“]] და „[[Oops!... I Did It Again (სიმღერა)|Oops!... I Did It Again“]] იქცა საერთაშორისო #1 ჰიტებად. სპირსს მიაწერენ 1990-იანი წლების ბოლოს თინეიჯერული პოპის აღორძინებას. 20 წლის ასაკამდე იგი ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მოზარდ შემსრულებლად იქცა.<ref>Ruggieri, Melissa (2000-12-19). "Music Notes". ''Richmond Times-Dispatch'': pp. D.13</ref>, რამაც „პოპ-პრინცესის“ სტატუსიც შესძინა.<ref>Often referred to in interviews, cover stories and promotional material as the new 'princess of pop' Susan Hopkins (2002), ''Girl Heroes: The New Force In Popular Culture'', University of Michigan Press, p. 60</ref>
 
2011 წელს ბრიტნიმ გამოსცა მესამე სტუდიური ალბომი ''[[Britney (ალბომი)|Britney]]'' და მონაწილეობა მიიღო ფილმში „[[გზაჯვარედინები (2002 წლის ფილმი)|გზაჯვარედინები“]]. მეოთხე სტუდიურ ალბომზე ''[[In the Zone]]'' (2003) მან უკვე სრული შემოქმედებითი კონტროლი დაამყარა. ამ ალბომიდან გამოიცა შემდგომში ჩარტების სათავეებში მოხვედრილი სინგლები [[Me Against the Music]], [[Toxic (სიმღერა)|Toxic]] და [[Everytime]]. ორი კრებულის გამოსცემის შემდეგ პირადი პრობლემების გამო სპირსის კარიერა დროებით შეჩერდა. მეხუთე ალბომი, ''[[Blackout (ბრიტნი სპირსის ალბომი)|Blackout]]'' 2007 წელს გამოიცა და მიუხედავად მცირე პრომო-კამპანიისა, მის სინგლებს [[Gimme More]] და [[Piece of Me]] დიდი წარმატება ხვდა წილად, სინგლებით „[[Gimme More]]“ და „[[Piece of Me]]“. მეექვსე სტუდიურ ალბომს, ''[[Circus (ბრიტნი სპირსის ალბომი)|Circus]]'', ახლდა სინგლების [[Womanizer (სიმღერა)|Womanizer]], [[Circus (სიმღერა)|Circus]] და [[If U Seek Amy]] გამოცემა. ბრიტნის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე <ref name=femaletours>{{cite web|url=http://www.hollyscoop.com/music/madonna/15-most-profitable-female-tours-ever_2133.aspx|title=15 Most Profitable Female Tours Ever|date=2010-05-21|accessdate=2010-07-27| last=Esmailian|first=Ani|work=Hollyscoop|publisher=DNA Group}}</ref> [[The Circus Starring Britney Spears]] 2009 წელს დაიწყო. იმავე წლის ოქტომბერში მან გამოსცა შემდგომში ჩარტების სათავეში მოხვედრილი სინგლი „[[3 (სიმღერა)|3“]], რომელიც მის კარიერაში „[[ბილბორდი (ჟურნალი)|ბილბორდის“]] ცხელი ასეულის #1 პოზიციაზე მოხვედრილი რიგით მესამე სინგლი აღმოჩნდა. მეშვიდე სტუდიური ალბომი ''[[Femme Fatale (ბრიტნი სპირსის ალბომი)|Femme Fatale]]'' მომღერალმა 2011 წელს გამოსცა. იგი იქცა მის პირველ ალბომად, რომლის ზედიზედ სამი სინგლი, [[Hold It Against Me]], [[Till the World Ends]] და [[I Wanna Go]] მოხვდა [[აშშ]]-ის 10 ეულებში. იმავე წელს მის კარიერაში რიგით მეხუთე #1 სინგლად იქცა სიმღერის „[[S&M (სიმღერა)|S&M“]] რემიქსი, ჩაწერილი [[რიანა]]სთან ერთად.
{{ბიო}}
 
{{ბრიტნი სპირსი}}{{როგორ შევხვდი დედათქვენს}}{{ავტორიტეტული წყაროები}}
 
{{DEFAULTSORT:სპირსი, ბრიტნი}}
[[კატეგორია:ამერიკელი მომღერლები]]