სისხლი: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  1 წლის წინ
(95.104.31.140-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
ქსოვილურ  სითხეს  უშუალო კონტაქტი  აქვს  ორგანიზმის  ყოველ  უჯრედთან.  სწორედ მისგან  იღებენ  უჯრედები  სასიცოცხლოდ  აუცილებელ  ნივთიერებებს  და  მასშივე  გამოყოფენ დაშლის პროდუქტებს. უჯრედში ჟანგბადი და საკვები ქსოვილური სითხის გავლით შეაღწევს. ცვლის პროდუქტები უჯრედიდან ისევ ქსოვილურ სითხეში  გამოიყოფა. ამრიგად, ქსოვილური სითხე  შუამავლის  როლს  ასრულებს  უჯრედსა და სისხლს  შორის. ჭარბი  ქსოვილური  სითხე ლიმფურ კაპილარში გადადის და ლიმფად გადაიქცევა. ლიმფა გამჭვირვალე სითხეა და შედგენილობით ქსოვილურ სითხეს ჰგავს. ის მოძრაობს ლიმფურ ძარღვებში. სისხლი თხევად, შემაერთებელ ქსოვილს განეკუთვნება. სისხლის თხევადი ნაწილია პლაზმა. პლაზმაში
მრავალი უჯრედია. სისხლი ადამიანის მასის 1/3 ნაწილს შეადგენს, და მას მრავალი ფუნქცია აკისრია. სისხლი შეიცავს 4555% პლაზმას და 45% ფორმიან ელემნტებს, საკუთრივ პლაზმა შეიცავს 90% წყალს 10% - ცილებს, ცხიმებს, ნახირწყლებს და მინერალურ მარილებს. პლაზმის ფუნქციაა: ნივთიერების გადატანა და სისხლის შედედება. ფორმიანი ელემენტები კი შეიცავენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და თრომბოციტებს. ერითროციტებს  წითელ  შეფერილობას ცილა - ჰემოგლობინი აძლევს.
[[ფაილი:სისხლის უჯრედები.JPG|350px|thumb|left|]]
ჰემოგლობინი რკინას შეიცავს. მას ადვილად შეუძლია მიიერთოს ჟანგბადი და ასევე ადვილად გასცეს. ამით ის უზრუნველყოფს ჟანგბადის გადატანას ფილტვებიდან ქსოვილებში. ჟანგბადის გადატანა ერითროციტების იმდენად მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რომ მათ ბირთვი „გაწირეს“. ჰემოგლობინი მცირე რაოდენობით ნახშირორჟანგსაც იკავშირებს, მიაქვს ფილტვებში და იქ გასცემს. ერითროციტები სატვირთო მანქანას ჰგავს, რომელსაც აირები გადააქვს.<br />
1

რედაქტირება