რეა: განსხვავება გადახედვებს შორის

125 ბაიტი დაემატა ,  9 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''რეა''' — უფროსი ტიტანიდა. [[ურანოსი|ურანოსისა]] და [[გეა|გეას]] ქალიშვილი. [[კრონოსი|კრონოსის]] და და მეუღლე. კრონიდების: [[ჰესტია|ჰესტიის]], [[დემეტრა|დემეტრას]], [[ჰერა|ჰერას]], [[ჰადესი|ჰადესის]], [[პოსეიდონი|პოსეიდონის]] და [[ზევსი|ზევსის]] დედა.
 
==ეტიმოლოგია==
რეა ნიშნავს "ნაკადს" და "უშუალობას", ასევე მოიხსენიება "დიდ დედად". რეა განასახიერებდა დროის მიმდინარეობას და თაობების წარმოქმნის უწყვეტ პროცესს. ასევე მშობიარობის წყლებს, რძეს და მენსტრუალურ სისხლს.
 
==მითოლოგია==
გეამ უწინასწარმეტყველა კრონოსს: შენი შვილი შენზე ძლიერი იქნება და უფლებებს წაგართმევსო. ამიტომ თავისი ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა კრონოსი საკუთარ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა.
 
ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა, მის მაგივრად ჩვრებში ქვა გაახვია და კრონოსს მისცა გადასაყლაპად, პატარა ზევსი კი ურანოსის და გეას რჩევით საიმედოდ გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა [[ამალთეა (მითოლოგია)|ამალთეა]] კვებავდა, კურეტები<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=123814 კურეტები]. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref> (ქურუმები) იცავდნენ და ნიმფები უვლიდნენ.
 
რეას უძველეს საკულტო ადგილად ითვლებოდა კუნძული [[კრეტა]], სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ გამოქვაბულში მან შვა და აღზარდა ზევსი. კრონოსს ახალშობილი ზევსის ხმა რომ არ გაეგო და ჩვეულებისამებრ არ ჩაეყლაპა, კურეტები ბავშვის ყოველ წამოყვირებაზე ფარებზე იარაღის ცემით დიდ ხმაურს ტეხდნენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მითის წარმოშობა რეას დღესასწაულზე დამკვიდრებული ჩვეულებით, სამხედრო თამაშობებით და ფარებზე ხმლების ცემით აიხსნება.
 
ერთ-ერთი ვერსიით, რეამ კანიბალი მამისაგან ასევე გადაარჩინა პოსეიდონი. მან გადამალა იგი ცხვრებში, ხოლო კრონოსს გადააყლაპა კვიცი.
[[ტიტანები|ტიტანების]] და ოლიმპიელი ღმერთების ათწლიანი ბრძოლის დროს, რეამ თავისი საყვარელი ქალიშვილი ჰერა აღსაზრდელად თავის და-ძმას [[ტეთისი (მითოლოგია)|ტეთისს]] და [[ოკეანოსი|ოკეანოსს]] დაუტოვა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ტიტანომაქიაში.
 
==კულტი==
[[Image:Pergamonmuseum - Antikensammlung - Pergamonaltar 37.JPG|thumb|left|200x200px| ლომზე ამხედრებული რეა, [[პერგამონის საკურთხეველი]], [[პერგამონის მუზეუმი]], [[ბერლინი]]]]
რეას უძველეს საკულტო ადგილად ითვლებოდა კუნძული [[კრეტა]], სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ გამოქვაბულში მან შვა და აღზარდა ზევსი. კრონოსს ახალშობილი ზევსის ხმა რომ არ გაეგო და ჩვეულებისამებრ არ ჩაეყლაპა, კურეტები ბავშვის ყოველ წამოყვირებაზე ფარებზე იარაღის ცემით დიდ ხმაურს ტეხდნენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მითის წარმოშობა რეას დღესასწაულზე დამკვიდრებული ჩვეულებით, სამხედრო თამაშობებით და ფარებზე ხმლების ცემით აიხსნება.
 
მოგვიანებით რეას კულტი [[ძველი რომი|რომშიც]] გავრცელდა, იქ მას დიდი დედა შეარქვეს. ხეთაგან რეა-[[კიბელე|კიბელეს]] შესწირეს [[მუხა]] და [[ნაძვი]], მისი მუდმივი თანამგზავრი კი ცხოველთაგან [[ლომი]] გახდა. რეას ატრიბუტად ითვლებოდა ტიმპანი ({{lang-el|τύμπανον}}, {{lang-la|tympanum}}).
 
==იკონოგრაფია==
[[Image:Pergamonmuseum - Antikensammlung - Pergamonaltar 37.JPG|thumb|left|200x200px| ლომზე ამხედრებული რეა, [[პერგამონის საკურთხეველი]], [[პერგამონის მუზეუმი]], [[ბერლინი]]]]
[[Image:Rhea MKL1888.png|thumb|right|250|რეა-[[კიბელე]], მარმარილოს რელიეფური ნახატი (1888)]]
ყველაზე ხშირად რეა-კიბელე მჯდომარე გამოისახებოდა. [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნულ მითოლოგიაში]] რეა-კიბელეს არასოდეს ჰქონია დამოუკიდებელი ტაძარი და ჩვეულებრივ კრონოსთან და ზევსთან ერთად გამოისახებოდა. ათენში რეასა და მისი ქმრის, კრონოსის პატივსაცემად ე. წ. კრონიები იმართებოდა.
11,932

რედაქტირება