ინდიქტიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ინდიქტიონი''' ([[ბერძნ.]] {{lang-el|indiktion}}, [[ლათ.]] {{lang-la|indictio}} - გამოცხადება„გამოცხადება“, განცხადება„განცხადება“), [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] ქვეყნებში (შუა საუკუნეებისა და ნაწილობრივ ახალი დროის ისტორიის ქრონოლოგიაში) წელთაღრიცხვის 15-წლიან ციკლში წლის რიგითი ნომრის სახელწოდება. [[პაპიროლოგია|პაპიროლოგიის]] მონაცემებით, ინდიქტიონით წელთაღრიცხვა [[რომის იმპერია|რომის]] პერიოდის [[ეგვიპტე]]ში ჩამოყალიბებულა. რომის იმპერიაში იმპერატორ [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე დიდს]] შემოუღია (312/313 — I ინდიქტიონი). ბიზანტიაში ინდიქტიონის დაწყება სამოქალაქო ახალი წლის დღეს ემთხვეოდა. ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ 3 და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალებაა თარიღების სისწორის დასადგენად. ინდიქტიონით წელთაღრიცხვის დროს გასათვალისწინებელია ინდიქტიონის საწყისი თარიღი: ბიზანტიაში — 23 სექტემბერი, ხოლო V საუკუნის შუა წლებიდან 1 სექტემბერი; რომში 1087 წლამდე — 1 სექტემბერი, შემდეგ კი — 1 იანვარი (ან 25 დეკემბერი); [[ინგლისი|ინგლისსა]] და [[გერმანია]]ში XIV საუკუნის ბოლომდე — 24 სექტემბერი, [[რუსეთი|რუსეთში]] XVIII საუკუნამდე — 1 სექტემბერი. XVIII საუკუნეში შეწყდა ინდიქტიონით წელთაღრიცხვა, შემორჩა მხოლოდ საეკლესიო აქტებში.
 
ქართულ წყაროებში ინდიქტიონით აღინიშნებოდა აგრეთვე მეფეთა ტახტზე ასვლიდან I, II, III და ა. შ. წლები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდიქტიონი“-დან