ინდიქტიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გასწორდა შეცდომები, დაემატა ბმული.
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
ხაზი 1:
'''ინდიქტიონი''' ([[ბერძნ.]] indiktion, [[ლათ.]] indictio - გამოცხადება, განცხადება), [[ქრისტიანობა|ქრისტიანულ]] ქვეყნებში (შუა საუკუნეებისა და ნაწილობრივ ახალი დროის ისტორიის ქრონოლოგიაში) წელთაღრიცხვის 15-წლიან ციკლში წლის რიგითი ნომრის სახელწოდება. [[პაპიროლოგია|პაპიროლოგიის]] მონაცემებით, ინდიქტიონით წელთაღრიცხვა [[რომის იმპერია|რომის]] პერიოდის [[ეგვიპტე]]ში ჩამოყალიბებულა. რომის იმპერიაში იმპერატორ [[კონსტანტინე დიდი|კონსტანტინე დიდს]] შემოუღია (312/313 - I ინდიქტიონი). ბიზანტიაში ინდიქტიონის დაწყება სამოქალაქო ახალი წლის დღეს ემთხვეოდა. ინდიქტიონის დასადგენად საჭიროა ახალი წელთაღრიცხვის წელს მივუმატოთ 3 და მიღებული ჯამი გავყოთ 15-ზე, ნაშთი იქნება ინდიქტიონი, რომელიც მნიშვნელოვანი საშუალებაა თარიღების სისწორის დასადგენად. ინდიქტიონით წელთაღრიცხვის დროს გასათვალისწინებელია ინდიქტიონის საწყისი თარიღი: ბიზანტიაში - 23 სექტემბერი, ხოლო V საუკუნის შუა წლებიდან 1 სექტემბერი; რომში 1087 წლამდე - 1 სექტემბერი, შემდეგ კი - 1 იანვარი (ან 25 დეკემბერი); [[ინგლისი|ინგლისსა]] და [[გერმანია]]ში XIV საუკუნის ბოლომდე - 24 სექტემბერი, [[რუსეთი|რუსეთში]] XVIII საუკუნამდე - 1 სექტემბერი. XVIII საუკუნეში შეწყდა ინდიქტიონით წელთაღრიცხვა, შემორჩა მხოლოდ საეკლესიო აქტებში.
 
ქართულ წყაროებში ინდიქტიონით აღინიშნებოდა აგრეთვე მეფეთა ტახტზე ასვლიდან I, II, III და ა. შ. წლები.
 
== ლიტერატურა ==
* {{ქსე|5|137}}
 
[[კატეგორია:კალენდარი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ინდიქტიონი“-დან