რეა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
{{მმ*|რეა (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Rhéa présentant une pierre emmaillotée à Cronos dessin du bas-relief d'un autel romain.jpg|მინი|რეა კრონოსს გადასცემს სახვევებში გახვეულ ქვას.]]
'''რეა''' — დედა ღმერთქალი [[ურანოსი|ურანოსისა]] და [[გეა|გეას]] ქალიშვილი. [[კრონოსი|კრონოსის]] და და ცოლი. იგი ითვლება „ოლიმპიელი ღმერთების დედად", რადგან მან შვა [[ჰესტია]], [[დემეტრე]], [[ჰერა]], [[ჰადესი]], [[პოსეიდონი]] და [[ზევსი]]. გეამ კრონოს უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ მან ახალშობილი შვილები გადაყლაპა, რომ თავისი ბატონობა უზრუნველეყო. ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: [[ურანოსი|ურანოსის]] და [[გეა|გეას]] რჩევით კუნძულ კრეტაზე ლიქტოსთან გააჩინა. მან კრონოს შვილის ნაცვლად სახვევებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა [[ამალთეა (მითოლოგია)|ამალთეა]] კვებავდა, [[კურეტები]] იცავდნენ, [[ნიმფები]] უვლიდნენ. შემდეგ ზევსმა ტიტანომაქია ატეხა. დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია. ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად.
 
'''რეა''' — უფროსი ტიტანიდა. [[ურანოსი|ურანოსისა]] და [[გეა|გეას]] ქალიშვილი. [[კრონოსი|კრონოსის]] და და მეუღლე. კრონიდების: [[ჰესტია|ჰესტიის]], [[დემეტრა|დემეტრას]], [[ჰერა|ჰერას]], [[ჰადესი|ჰადესის]], [[პოსეიდონი|პოსეიდონის]] და [[ზევსი|ზევსის]] დედა.
რეამ ასევე ფრიგიაში განკურნა დიონისე და სამღვდლო სამოსი სტოლა გადასცა. იგი ითვლება ტიტანების დედოფალ ტიტანიდად. რეას უძველეს საკულტო ადგიდად ითვლებოდა [[კრეტა]], სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ–ერთ გამოქვაბულში შვა და აღზარდა [[ზევსი]].
 
რეა ნიშნავს "ნაკადს" და "უშუალობას", ასევე მოიხსენიება "დიდ დედად". რეა განასახიერებდა დროის მიმდინარეობას და თაობების წარმოქმნის უწყვეტ პროცესს. ასევე მშობიარობის წყლებს, რძეს და მენსტრუალურ სისხლს.
რეას კულტი ადრეულ ხანაშივე შეერთო მცირეაზიული ღვთაების, კიბელეს კულტს. რეა-კიბელეს თაყვანისცემას ორგიასტული ხასიათი ჰქონდა. [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნიდან]] ეს კულტი რომმა მიიღო. რეა-კიბელეს წმინდა მცენარეებად ითვლებოდა მუხა და ფიჭვი, ცხოველად ლომი. ჩვეულებრივ, რეა-კიბელეს წარმოსახავდნენ ეტლზე აღზევებულს, რომელსაც ლომები მიაქროლებდნენ. ქალღმერთს თავზე დიადემა ედგა, ხელთ კი ტიმპანონი ეპყრა.
 
გეამ უწინასწარმეტყველა კრონოსს: შენი შვილი შენზე ძლიერი იქნება და უფლებებს წაგართმევსო. ამიტომ თავისი ძალაუფლება რომ შეენარჩუნებინა კრონოსი საკუთარ ახალშობილ შვილებს ყლაპავდა.
[[ბერძნული მითოლოგია|ბერძნულ მითოლოგიაში]] პირადად რეას არ უგებდნენ ტაძრებს, მას თაყვანს სცემდნენ კრონოსთან ან ზევსთან ერთად.
 
ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა, მის მაგივრად ჩვრებში ქვა გაახვია და კრონოსს მისცა გადასაყლაპად, პატარა ზევსი კი ურანოსის და გეას რჩევით საიმედოდ გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა [[ამალთეა (მითოლოგია)|ამალთეა]] კვებავდა, კურეტები<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=123814 კურეტები]. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.</ref> (ქურუმები) იცავდნენ და ნიმფები უვლიდნენ.
ათენში რეასა და მისი მეუღლის პატივსადებად იმართებოდა ზეიმი, რომელსაც კრონიები ეწოდებოდა. რომში რეას კულტი შეერთო ქალღმერთ ოპსისა და მისი მეუღლის, სატურნუსის კულტს და მათ პატივსადებ ზეიმს სატურნალიებად უხმობდნენ.
 
რეას უძველეს საკულტო ადგილად ითვლებოდა [[კრეტა]], სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ გამოქვაბულში მან შვა და აღზარდა ზევსი. კრონოსს ახალშობილი ზევსის ხმა რომ არ გაეგო და ჩვეულებისამებრ არ ჩაეყლაპა, კურეტები ბავშვის ყოველ წამოყვირებაზე ფარებზე იარაღის ცემით დიდ ხმაურს ტეხდნენ. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, მითის წარმოშობა რეას დღესასწაულზე დამკვიდრებული ჩვეულებით, სამხედრო თამაშობებით და ფარებზე ხმლების ცემით აიხსნება.
 
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, რეამ კანიბალი მამისაგან ასევე გადაარჩინა პოსეიდონი. მან გადამალა იგი ცხვრებში, ხოლო კრონოსს გადააყლაპა კვიცი.
 
[[ტიტანები|ტიტანების]] და ოლიმპიელი ღმერთების ათწლიანი ბრძოლის დროს, რეამ თავისი საყვარელი ქალიშვილი ჰერა აღსაზრდელად თავის და-ძმას [[ტეთისი (მითოლოგია)|ტეთისს]] და [[ოკეანოსი|ოკეანოსს]] დაუტოვა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ტიტანომაქიაში.
 
მოგვიანებით რეას კულტი [[ძველი რომი|რომშიც]] გავრცელდა, იქ მას დიდი დედა შეარქვეს. ხეთაგან რეა-[[კიბელე|კიბელეს]] შესწირეს [[მუხა]] და [[ნაძვი]], მისი მუდმივი თანამგზავრი კი ცხოველთაგან [[ლომი]] გახდა. რეას ატრიბუტად ითვლებოდა ტიმპანი ({{lang-el|τύμπανον}}, {{lang-la|tympanum}}).
 
[[Image:Rhea MKL1888.png|thumb|right|250|რეა-[[კიბელე]], მარმარილოს რელიეფური ნახატი (1888)]]
ყველაზე ხშირად რეა-კიბელე მჯდომარე გამოისახებოდა. [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნულ მითოლოგიაში]] რეა-კიბელეს არასოდეს ჰქონია დამოუკიდებელი ტაძარი და ჩვეულებრივ კრონოსთან და ზევსთან ერთად გამოისახებოდა. ათენში რეასა და მისი ქმრის, კრონოსის პატივსაცემად ე. წ. კრონიები იმართებოდა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
Line 21 ⟶ 31:
* ''Apolodoro de Atenas'': ''Biblioteca mitológica'', I, 1 - 5 (Urano se deshace de sus primeros hijos, y Gea persuade a los siguientes de que lo derroquen).
* I, 1 - 7: [http://ugo.bratelli.free.fr/Apollodore/Livre1/I_1_1-7.htm texto francés], con índice electrónico.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[კიბელე]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეა“-დან