საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Qeti tsotskolauri|Qeti tsotskolauri]]|2=2020 წლის 4 იანვარი}}
 
'''საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[საგარეჯო]]ში. დგას ქალაქის დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე. აუგია [[დავითგარეჯი|დავითგარეჯის]] წინამძღვარს [[ონოფრე მაჭუტაძე|ონოფრე მაჭუტაძეს]], რასაც ადასტურებს 1712 წლის გუჯარი: „აღვაშენე თვალზე საყდარი პეტრე-პავლესი და შევამკე პატიოსანი ხატითა შესამოსლებითა და წიგნებითა“.
 
ონოფრე წინამძღვრად დაინიშნა [[1690 წელი|1690 წელს]] ამრიგად ეკლესია აგებული უნდა იყოს [[1690]] წლიდან [[1712 წელი|1712]] წლამდე]] პერიოდში. ეკლესია დარბაზულია. იგი საკმაოდ მოზრდილი, აზიდული [[პროპორცია|პროპორციებისა]]. გარეთა კედლების წყობაში გამოყენებულია რიყისა და თლილი ქვა. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი და ჯვარია. ჯვრის მკლავების ბოლოებთან სხვადასხვა სკულპტურული გამოსახულებებია ( კუდებგადანასკვული, ერთმანეთთან ზურგშექცეული გველეშაპი, ლომი, ჩიტები, ყურძნის მტევნები). პორტალის მორთულობაში მხოლოდ ფოთლოვანი მოტივია გამოყენებული, ამავე მოტივის გამოყენებითაა მოხაზული ტიმპანის შიგნით [[რელიეფი|რელიეფური]] მედალიონების ჩარჩო. შუაში დიდ წრეს-მედალიონს, მის ორივე მხარეს კი თითო მომცრო წრეს ქმნის. სამივე წრეში გამოსახულებაა: შუაში-მაკურთხებელი პერსონაჟია, რომელსაც მარცხენა ხელით, მკერდის წინ, წიგნი უკავია, აქეთ-იქით კი- ანგელოზებია. მარცხენა ფასადზე ანგელოზს მარცხენა ხელში ჯვარი უჭირავს, მარჯვენაში-, დაზიანების გამო  გაურკვეველია აღნიშნული საგანი. მარჯვენა ანგელოზსაც თითქოს ჯვარი და [[სამწერობელი]] უპყრია. ლენტის ორივე ბოლოში თითო მტევანია გამობმული. [[პეტრე-პავლეს ეკლესია|პეტრე-პავლეს ეკლესიას]] [[ისლამი|ისლამური]] გავლენაც ეტყობა. რასაც ფასადზე აღმართული ჯვრის „რვიანებიანი“ ჩარჩო გვამცნობს. ეკლესიის ცენტრში ორ დონეზე ადამიანის ორ-ორი სახეა გამოსახული (მზისა და მთვარის სიმბოლო)., ამ ორი ადამიანის სახე ქვაშია ამოკაწრული. ეკლესია შემკულია ძველი ქართული წარწერებით. [[გ. ჩუბინაშვილი|გ. ჩუბინაშვილის]] აზრით აქ [[ბერები|ბერების]] საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო.
 
[[2006]] წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, ეკლესიას მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი|ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის]] სტატუსი.
 
== ლიტერატურა ==