რეა: განსხვავება გადახედვებს შორის

12 ბაიტი დაემატა ,  9 თვის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მომხმარებლის Lasha-george ცვლილებების გაუქმება (№3781048))
იარლიყი: გაუქმება
{{მმ*}}
[[ფაილი:Rhéa présentant une pierre emmaillotée à Cronos dessin du bas-relief d'un autel romain.jpg|მინი|რეას მიაქვს კრონოსთან ჩვარში გახვეული ქვა]]
'''რეა''' — დედა ღმერთქალი [[ურანოსი|ურანოსისა]] და [[გეა|გეას]] ქალიშვილი. [[კრონოსი|კრონოსის]] და და ცოლი. იგი ითვლება „ოლიმპიელი ღმერთების დედად", რადგან მან შვა [[ჰესტია]], [[დემეტრე]], [[ჰერა]], [[ჰადესი]], [[პოსეიდონი]] და [[ზევსი]]. გეამ კრონოს უწინასწარმეტყველა: „შენც შენი შვილი დაგამხობსო“, ამიტომ მან ახალშობილი შვილები გადაყლაპა,რომ თავისი ბატონობა უზრუნველყო.ასე შთანთქა ყველანი ზევსის გარდა, რომელიც რეამ ცბიერებით იხსნა: [[ურანოსი|ურანოსის]] და [[გეა|გეას]] რჩევით კუნძულ კრეტაზე ლიქტოსსთან გააჩინა. მან კრონოს შვილის ნაცვლად ჩვრებში გახვეული ქვა შეუგდო პირში, ყრმა კი გადამალა იდას მთაგრეხილზე, დიქტეს გამოქვაბულში, სადაც თხა [[ამალთეა (მითოლოგია)|ამალთეა]] კვებავდა, [[კურეტები]] იცავდნენ, [[ნიმფები]] უვლიდნენ. მერე ზევსმა ტიტანომაქია ატეხა. დაამხო კრონოსი და გეას შემწეობით თუ მეტისის დახმარებით აიძულა ჩაყლაპული შვილები უკანვე ამოენთხია. ამიერიდან ის შებოჭილი წევს ქვესკნელში სხვა ტიტანებთან ერთად, ან ნეტართა კუნძულზე მსაჯულობს, რადამანთისთან ერთად, როგორც ჰესიოდე და პინდარე ვარაუდობენ.