აახენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Chumwa-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა David1010-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 18:
'''აახენი''', ''ახენი'' ({{lang-de|Aachen}}, {{lang-fr|Aix-la-Chapelle}}, {{lang-nl|Aken}}, {{lang-la|Aquisgranum}}) — უძველესი ისტორიული [[ქალაქი]] [[ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია|ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში]], [[გერმანია]]. მდებარეობს [[გერმანია|გერმანიის]] უკიდურეს დასავლეთში, [[ბელგია|ბელგიისა]] და [[ნიდერლანდები]]ს საზღვართან, [[კიოლნი]]დან დასავლეთით 65 კმ.-ში.
 
აახენი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და ეკონომიკური ცენტრია. არ არის [[ქვანახშირი]]ს აუზის ცენტრი, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, საფეიქრო, კვებისა და ქიმიური მრეწველობა, ასევე ბალენეოლოგიურიბალნეოლოგიური კურორტი.
 
ქალაქის დაარსების თარიღად 89-120 წლები ითვლება, როდესაც [[ძველი რომი|რომაელებმა]] აქ სამკურნალო [[აბანო (შენობა)|აბანოები]] ააგეს ([[ლათინური ენა|ლათინური]] სახელწოდება Aquae Grani უკავშირდება წყლებს და, შესაძლოა, [[კელტები|კელტურ]]-[[გერმანელები|გერმანულ]] მკურნალობის ღვთაება გრანუსს). [[VIII საუკუნე|VIII ს]]. დამლევს [[კარლოს დიდი|კარლოს დიდმა]] აახენი თავის რეზიდენციად აქცია და, ააგებინა სასახლე (დაანგრიეს [[ნორმანები|ნორმანებმა]] 881 წ.) და [[აახენის კათედრალი|საკათედრო ტაძარი]], რომლის ცენტრალური ნაგებობაა კარლოს დიდის [[კაპელა]] (798-805) - [[კაროლინგები]]ს ხანის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში; აქ არის კარლოს დიდისა და [[ოტო III (სრი)|ოტო III]]-ის სამარხები. [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე|XIII]] სს. აახენი ვაჭრობა-ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრია, [[ფრიდრიხ I (სრი)|ფრიდრიხ I]]-ისა და [[ფრიდრიხ II (სრი)|ფრიდრიხ II]]-ის დროს — [[თავისუფალი ქალაქი|თავისუფალი საიმპერიო ქალაქი]]. [[813]]-[[1531]] წლებში გერმანიის იმპერატორთა [[კორონაცია|კორონაციის]] ადგილია. XVI-XVII სს. რელიგიური ომებისა და [[1656]] წ. დიდი ხანძრის შედეგად აახენი დაქვეითდა, თუმცა კურორტი და ფართოდ გავრცელებული [[პროსტიტუცია]] კვლავ იზიდავდა სტუმრებს. [[საფრანგეთის დიდი რევოლუცია|საფრანგეთის დიდი რევოლუციის]] დროს ქალაქი ფრანგებმა დაიკავეს ([[1794]] წ.). [[1801]] წ. [[ლუნევილის ზავი]]თ საფრანგეთს გადაეცა, [[1815]] წ. [[ვენის კონგრესი]]ს გადაწყვეტილებით კი — [[პრუსია]]ს. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს შემდგომ პერიოდში ([[1945]]-[[1949]] წწ.) შედიოდა გერმანიის ოკუპაციის [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანულ]] ზონაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აახენი“-დან