წითელი ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Commonscat
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Red bridge.jpg|მინი|300პქ|წითელი ხიდი]]
'''წითელი ხიდი''', ''გატეხილი ხიდი'' ({{lang-az|Qırmızı Körpü}}) -— ხიდი [[მდინარე]] [[ხრამი]]ს ნაპირზე, [[თბილისი]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთით, [[საქართველო]]სა და [[აზერბაიჯანი]]ს საზღვარზე მდებარეობს. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია., აშენებულია ქართლის მეფის, [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომის]] მიერ [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს არ დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა მას მაინც შერჩა "გატეხილი ხიდის" სახელი. ამის მიზეზი არის დღეს არსებული ხიდიდან იქვე 95 მეტრის მოშორებით მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე მდებარე ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთები, რომლისაგან საყრდენი ბურჯებიღაა შემორჩენილი.
 
X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის [[მოსე კალანკატუელი]]ს ცნობების მიხედვით, მის დროს აღნიშნული ხიდი უკვე დანგრეული იყო. X-XVII საუკუნეებში ამ ადგილებში ხიდი არ არსებობდა, რის გამოც ხალხის მეხსიერებაში დარჩა "გატეხილი ხიდის" სახელი. თანამედროვე ხიდი წითელი აგურითაა ნაშენი, რის გამოც მას მეფის რუსეთის დროს "წითელი ხიდი" შეარქვეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წითელი_ხიდი“-დან