სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{წასაშლელი}}
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკი}}
{{წასაშლელი}}
{{მოიცადეთ}}
'''Ministerium für Staatssicherheit''' (ქართულად: ''სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო''), იგივე შტაზი, იყო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (ე.წ. აღმოსავლეთ გერმანიის) მთავარი საიდუმლო სადაზვერვო სამსახური. შტაზის ცენტრალური სამმართველო მდებარეობდა აღმოსავლეთ ბერლინში, ნორმანენშტრასეზე. ასევე მისი ცნობილი ცენტრი იყო ლიხტენბერგში და მისი მრავალი ფილიალი გაფანტული იყო მთელ ქალაქში. შტაზი მთელს მსოფლიოში იყო აღიარებული როგორც ყველაზე ეფექტური სადაზვერვო ორგანიზაცია. შტაზის ეპიგრაფია იყო ''„Schild und Schwert der Partei“'' („პარტიის დროშა და დაშნა“), რაც გერმანიის გაერთიანებულ სოციალისტურ პარტიასთან პირდაპირ კავშირზე მიანიშნებდა. ადრეულ წლებში ამ ორგანიზაციის სახელწოდება ასევე იყო ''Staatssicherheitsdienst'' (''სახელმწიფო უშიშროების სამსახური'').
სამინისტრო შეიქმნა [[1950]] წლის თებერვალში. [[1989]] წლის ნოემბერში სახელწოდება გადაერქვა: ეროვნული უშიშროების სამსახური, ხოლო ერთი თვის შემდეგ გაუქმდა. შტაზის დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა [[ერიხ მილკე]], რომელიც [[ერიხ ჰონეკერი|ერიხ ჰონეკერის]] მსგავსად [[1989]] წლის ოქტომბერში ჩამოცილებულ იქნა გერმანიის გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობას და გარიცხულ იქნა პარტიიდან. 1990-იან წლებში მილკე გასამართლებულ იქნა საკუთარი ბოროტი ქმედებებისთვის, თუმცა ის გაასამართლეს მკვლელობისთვის, რომელიც [[1931]] წელს ჩაიდინა.