ზაურ სვანაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 79:
გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1981 წლის 4 მარტს,{{sfn|აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ.|1981|pp=21}} [[ევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981|ევროპის თასების მფლობელთა თასის]] მეოთხედფინალურ მატჩში, [[ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ვესტ ჰემ იუნაიტედის“]] წინააღმდეგ გამოდის მინდორზე.{{sfn|აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ.|1981|pp=67}} შეხვედრას „ვესტ ჰემის“ საშინაო არენა — „აპტონ პარკი“ მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამოელები]] თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: [[ოთარ გაბელია|გაბელია]], [[ნოდარ ხიზანიშვილი|ხიზანიშვილი]], [[ალექსანდრე ჩივაძე|ჩივაძე]], [[შოთა ხინჩაგაშვილი|ხინჩაგაშვილი]], [[გიორგი თავაძე (ფეხბურთელი)|თავაძე]], [[ვიტალი დარასელია|დარასელია]], [[თენგიზ სულაქველიძე|სულაქველიძე]], [[ვლადიმერ გუცაევი|გუცაევი]], [[დავით ყიფიანი|ყიფიანი]] და [[რამაზ შენგელია|შენგელია]]. ზაურ სვანაძე თანაგუნდელების მსგავსად, მატჩის დასაწყისიდანვე ერთვება თამაშში და თავის სადებიუტო შეხვედრას ბოლო წუთამდე შეუცვლელად ატარებს. დაპირისპირება თბილისელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 მთავრდება. აღნიშნული მატჩი ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად რჩება კლუბის არსებობის ისტორიაში.{{sfn|ფანჯიკიძე, გ.|1981|pp=7–9}}
 
ზაურ სვანაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 245 შეხვედრა ჩაატარა და 8 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, თბილისელთა მაისურით მან საკავშირო თასის გათამაშების 24 მატჩი ითამაშა (1 გოლი), ხოლო საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში 67-ჯერ გამოვიდა მოედანზე (4 გოლი), აქედან 17 შეხვედრა – ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ტურნირებში.

1990 წლიდან [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|„დინამოდან“]] წასვლის შემდეგ [[შვედეთი|შვედური]] საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“ (1990), „უმეოს“ (1991), 1991–1992 წლებში „მუუთაალას“, ხოლო 1993–1995 წლებში „ელივორე მალმბერგეტსის“ შემადგენლობაშია. საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1995 წელს ასრულებს.
 
=== ევროთასების მატჩები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზაურ_სვანაძე“-დან