რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
[[1722]] წელს ვახტანგმა შეკრიბა 40 000 მეომარი და [[განჯა]]ში ჩავიდა, სადაც გეგმის თანახმად უნდა შეერთებოდა რუსეთის არმიას სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივად საომრად. [[პეტრე I]] არ შეასრულა დანაპირები და ბედისანაბარა მიატოვა ვახტანგი, ლაშქრობა არ შედგა. რუსეთის ღალატმა ქართლის სამეფო პირისპირ დატოვა გამძვინვარებული ირანთან, შაჰის ბრძანებით [[1723]] წელს ჩრდილოკავკასიელებისგან შემდგარმა ლაშქარმა აიღო და გადაწვა [[თბილისი]], იმავე წელს საქართველოს ახალი უბედურება დაატყდა თავს, ამჯერად ოსმალო დამპყრობლები შემოიჭრნენ ქართლში, აიღეს თბილისი და თორმეტი წლის განმავლობაში მოახდინეს ქართლის ოკუპაცია. [[1724]] წელს ვახტანგი იძულებული გახდა 1200 კაცთან ერთად რუსეთში წასულიყო.რუსეთის ნდობა ვახტანგს და მის შთამომავლებს მეფობის სამუდამოდ დაკარგვად დაუჯდათ.
 
ურთიერთობების ახალი ეტაპი XVIII საუკუნის 50-ანი წლებიდან დაიწყო, ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები ამ დროს შესამჩნევად გაძლიერდნენ და თავი გაითავისუფლეს ოსმალეთის და სპარსეთის ვასალობიდან. თუმცა არც სულთანი და არც შაჰი არ აპირებდა საქართველოს სამუდამოდ დათმობას. ამიტომ [[თეიმურაზ I]], [[ერეკლე II]] და [[სოლომონ I]] ცდილობდნენ სამხედრო დახმარება მიეღოთ რუსეთისგან, სანაცვლოდ კი იმპერატორს საქართველოს ოსმალეთის და სპარსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას პირდებოდნენ.მანამდე მეფე ერეკლე მეორემ სცადა ევროპის ქვეყნებთან დაემყარებია ურთიერთობები ,კერძოდ 1782 წ.მან მიმართა ავსტრიის იმპერატორს,საფრანგეთის მეფეს ,სარდინიის,ნეაპოლის და ვენეციის მმართველებს დახმარებისათვის,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.(ა.ა.ცაგარელი.XVIII საუკუნის ისტორიული საბუთები საქართველოს შესახებ,სპბ.,1891,ტ.I,გვ.3,4,29.) სანქტ-პეტერბურგში თავდაპირველად გადაწყვეტილების მიღებას ერიდებოდნენ, მაგრამ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა [[1768]] წელს, როდესაც [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]] დაიწყო. ამჯერად რუსეთისთვის საქართველო მეტად მნიშვნელოვანი გახდა მისი მდებარეობის გამო, კერძოდ საქართველოდან შესაძლებელი იყო [[თურქეთი]]სთვის ახალი ფრონტის გახსნა, რაც მოწინააღმდეგეს აიძულებდა ერთობლივად რამდენიმე ფრონტზე ეომა და, საომარი მოქმედებების ძირითად ზონაში საკუთარი ძალების მაქსიმალური კონცენტრაცია ვერ მოეხდინა.
[[ფაილი:Flag of Kingdom of Kartli-Kakheti.svg|მინი|ქართლ-კახეთის სამეფოს დროშა (1762-1801) წ.წ.]]
[[1769]] წელს [[ეკატერინე II]] გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ [[ტოტლებენი]]ს მეთაურობით. გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I-ს, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში. ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ. კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა, რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ, ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე პორტას" და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II-მ ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული სულით და ქართული ხორცით". ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II-სთვის და არც სოლომონ I-სთვის საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე. ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან [[თურქები|თურქებს]] ჰქონდათ დაპყრობილი.