რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
პაქსა-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 7:
[[საქართველო]]ს და [[რუსეთი|რუსეთს]] შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა [[XV საუკუნე]]ში, კერძოდ [[1483]] წელს, როდესაც [[კახეთი]]ს მეფე [[ალექსანდრე I (კახეთის მეფე)|ალექსანდრე I]]-მა მოსკოვის მთავარს [[ივანე III (რუსეთი)|ივანე III]]-ს დახმარების თხოვნით მიმართა და მუსლიმი დამპყრობლების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. [[მოსკოვი]]ს მთავარმა უარყო ალექსანდრეს შეთავაზება, რამაც ხანგრძლივი დროით საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების შეწყვეტა გამოიწვია.
 
ურთიერთობები აღდგა [[1550]]-ან წლებში, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატორად კახეთის მეფე [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანი]] გამოვიდა. მან, ამჯერად, უკვე რუსეთის მეფე [[ივანე IV (რუსეთი)|ივანე IV]]-ს მიმართა დახმარების და [[მუსლიმები]]ს წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის თხოვნით, რის საპასუხოთაც რუსეთის მეფემ გამოყო დამხმარე რაზმი 500 მეომრისაგან შემდგარი, რომელიც განთავსდა დაღესტანთან მოსაზღვრე ქართულ ციხე-სიმაგრეებში.მაგრამ შემდგომში,სპარსეთის შაჰის პროტესტის შედეგად,1572 წელს ეს რაზმი გაყვანილი იქნა უკან რუსეთში.წყარო ,, ქართველები პეტერბურგში"რუსულ ენაზე.
 
დიპლომატიური ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა ლევანის მემკვიდრის [[ალექსანდრე II (კახეთის მეფე)|ალექსანდრე II]] მეფობის პერიოდში. რუსეთის მეფეები აიმედებდნენ ალექსანდრეს და პირდებოდნენ სამხედრო დახმარებას, სანაცვლოდ კი კახეთის მეფეს სთხოვდნენ რუსეთის მეფისთვის ერთგულების ფიცი მიეცა. [[1589]] წელს ალექსანდრემ ერთგულების ფიცი დადო, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო დაუსრულებელი ელჩობების და რამდენიმე სასულიერო პირის გამოგზავნის გარდა.