ზაურ სვანაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 68:
| ეროვნული ნაკრები-განახლება =
}}
'''ზაურ სვანაძე''' (დ. [[23 იანვარი]], [[1958]], [[ქუთაისი]], [[საქართველო]]) — [[ქართველები|ქართველი]] და [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა]] [[ფეხბურთელი]] და მწვრთნელი, თამაშობდა [[ნახევარმცველი (ფეხბურთი)|ნახევარმცველის]] პოზიციაზე. სხვადასხვა დროს იცავდა [[ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)|ქუთაისის „ტორპედოს“]], [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „დინამოს“]] და [[შვედეთი|შვედური]] საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“, „უმეოს“, „მუუთაალას“ და „ელივორე მალმბერგეტსის“ ღირსებას. [[საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი|საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის]] ბრინჯაოს პრიზიორი (1981) და [[ევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981|ევროპის თასების მფლობელთა თასის]] მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).{{sfn|აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ.|1989|pp=30}} [[ღირსების ორდენი (საქართველო)|ღირსების ორდენის]] კავალერი.<ref>[http://www.nplg.gov.ge/athletes/ka/00005457/ ქართველი სპორტსმენები: ბიოგრაფიული ლექსიკონი — ზაურ სვანაძე] — ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე იმათ, ვინც ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულ სპორტსმენთა შესახებ ინფორმაციას. [[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა]]. [http://www.nplg.gov.ge ''nplg.gov.ge'']. წაკითხვის თარიღი: 23 ნოემბერი, 2018.</ref><ref>[http://www.dinamo-tbilisi.ru/personalii/igroki-2/igroki-na-s/svanadze-zaur-aleksandrovich/ ზაურ სვანაძე — პერსონალური გვერდი]. თბილისის „დინამო“: გუნდის ისტორია (თარიღები, მოვლენები, ფაქტები). მაქსიმ არხიპოვი. Сванадзе, Заур Александрович — Персональная страница. «Динамо» (Тбилиси): история команды (История, статистика, факты). Максим Архипов. [http://www.dinamo-tbilisi.ru ''dinamo-tbilisi.ru'']. წაკითხვის თარიღი: 4 დეკემბერი, 2018.</ref>
 
[[2011]] წლის 17 მაისს [[საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო]]ს გადაწყვეტილებით, [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „დინამოს“]] მიერ [[უეფა-ს თასების მფლობელთა თასი|თასების მფლობელთა თასის]] მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ზაურ სვანაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.<ref>[http://archive.ph/1cMgh თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ] · სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრული შემადგენლობა, სამწვრთნელო შტაბთან ერთად. „დინამოს“ ვეტერანებისთვის სპორტის რაინდის წოდებების მინიჭება კლუბის მიერ 1981 წლის 13 მაისს მოპოვებული დიდი გამარჯვების 30 წლის იუბილეს უკავშირდება. 17 მაისი, 2011. დაარქივებულია [http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=319&info_id=4190 ორიგინალიდან]. დაარქივების თარიღი: 22 დეკემბერი, 2019. ''წყარო:'' [http://msy.gov.ge ''საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო'']. წაკითხვის თარიღი: 22 დეკემბერი, 2019.</ref>
ხაზი 75:
 
== კარიერა ==
ზაურ სვანაძემ ფეხბურთის თამაში დაიწყო [[1968]] წელს [[ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)|ქუთაისის „ტორპედოს“]] მოსამზადებელ ჯგუფში, მწვრთნელ კარლო ხურციძესთან.{{sfn|აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ.|1987|pp=26}} 1976–1980 წლებში თამაშობდა [[ტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)|ქუთაისის „ტორპედოში“]].{{sfn|აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ.|1989|pp=30}} 1981–1989 წლებში [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|თბილისის „დინამოს“]] რიგებშია. გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად 1981 წლის 4 მარტს,{{sfn|აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ.|1981|pp=21}} [[ევროპის თასების მფლობელთა თასი 1980-1981|ევროპის თასების მფლობელთა თასის]] მეოთხედფინალურ მატჩში, [[ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|„ვესტ ჰემ იუნაიტედის“]] წინააღმდეგ გამოდის მინდორზე.{{sfn|აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ.|1981|pp=67}} შეხვედრას „ვესტ ჰემის“ საშინაო არენა — „აპტონ პარკი“ მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|დინამოელები]] თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: [[ოთარ გაბელია|გაბელია]], [[ნოდარ ხიზანიშვილი|ხიზანიშვილი]], [[ალექსანდრე ჩივაძე|ჩივაძე]], [[შოთა ხინჩაგაშვილი|ხინჩაგაშვილი]], [[გიორგი თავაძე (ფეხბურთელი)|თავაძე]], [[ვიტალი დარასელია|დარასელია]], [[თენგიზ სულაქველიძე|სულაქველიძე]], [[ვლადიმერ გუცაევი|გუცაევი]], [[დავით ყიფიანი|ყიფიანი]] და [[რამაზ შენგელია|შენგელია]]. ზაურ სვანაძე თანაგუნდელების მსგავსად, მატჩის დასაწყისიდანვე ერთვება თამაშში და თავის სადებიუტო შეხვედრას ბოლო წუთამდე შეუცვლელად ატარებს. დაპირისპირება თბილისელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით, ანგარიშით 4–1 მთავრდება. აღნიშნული მატჩი ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად რჩება კლუბის არსებობის ისტორიაში.
 
ზაურ სვანაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 245 შეხვედრა ჩაატარა და 8 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, თბილისელთა მაისურით მან საკავშირო თასის გათამაშების 24 მატჩი ითამაშა (1 გოლი), ხოლო საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში 67-ჯერ გამოვიდა მოედანზე (4 გოლი), აქედან 17 შეხვედრა – ევროპის ქვეყნების საკლუბო გუნდების ტურნირებში. 1990 წლიდან [[დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)|„დინამოდან“]] წასვლის შემდეგ [[შვედეთი|შვედური]] საფეხბურთო კლუბების — „ჰოლმსუნდის“ (1990), „უმეოს“ (1991), 1991–1992 წლებში „მუუთაალას“, ხოლო 1993–1995 წლებში „ელივორე მალმბერგეტსის“ შემადგენლობაშია. საფეხბურთო კარიერას ამავე კლუბში 1995 წელს ასრულებს.
ხაზი 198:
* {{წიგნი|ავტორი = აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ. —|ნაწილი =|სათაური = გზა თასისაკენ : ცნობარი|ბმული =http://archive.fo/oGMhE|ადგილი = თბ.|გამომცემლობა = საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა|წელი = 1981|ტომი =|გვერდები =|გვერდნი =117|isbn =|ტირაჟი = |ref = აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ.}}
* {{წიგნი|ავტორი = აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. —|ნაწილი =|სათაური = ფეხბურთი – 87 : ცნობარი|ბმული =http://archive.fo/Av5Kw|ადგილი = თბ.|გამომცემლობა = საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა|წელი = 1987|ტომი =|გვერდები =|გვერდნი =167|isbn =|ტირაჟი = |ref = აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ.}}
* {{წიგნი|ავტორი = აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ. —|ნაწილი =|სათაური = ფეხბურთი – 89 : ცნობარი|ბმული =http://archive.fo/WqkwW|ადგილი = თბ.|გამომცემლობა = საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა|წელი = 1989|ტომი =|გვერდები =|გვერდნი =158|isbn =|ტირაჟი = |ref = აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ.}}
 
== ბიბლიოგრაფია ==
Line 206 ⟶ 207:
* {{Cite book|last=აკოფოვი|first=გ.|last2=ენუქიძე|first2=ჯ.|title=ფეხბურთი – 85 : ცნობარი|publisher=საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა|year=1985|location=თბ.|url=http://archive.ph/kHVjo}}
* {{Cite book|last=აკოფოვი|first=გ.|last2=ენუქიძე|first2=ჯ.|title=ფეხბურთი – 86 : ცნობარი|publisher=საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა|year=1986|location=თბ.|url=http://archive.ph/v2IDo}}
* {{Cite book|last=აკოფოვი|first=გ.|last2=ენუქიძე|first2=ჯ.|title=ფეხბურთი – 89 : ცნობარი|publisher=საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა|year=1989|location=თბ.|url=http://archive.ph/WqkwW}}
* {{Cite book|last=მოსაშვილი|first=მინდია|title=მარადიული დღესასწაული|publisher=ხელოვნება|year=1982|location=თბ.|url=http://archive.ph/njNHQ}}
{{Refend}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზაურ_სვანაძე“-დან