ტულარემია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
 
==სიმპტომები==
ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე საათიდან 14 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ: წარმოიქმნება შემცივნება, სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-400 C-მდე. ავადმყოფები უჩივიან ძლიერ თავის ტკივილს, სისუსტეს, ტკივილს კუნთებში, უძილობას, შესაძლებელია აღინიშნებოდეს ღებინებაც; სახისა და კისრის კანი ჰიპერემიულია, სკლერის სისხლძარღვები ინიექცირებული. ავადმყოფთა ნაწილს დაავადების მე-3 დღიდან უჩნდება გამონაყარი, არაიშვიათად ერითემატოზული ხასიათის. ბუბონური ფორმებისათვის დამახასიათებელია რეგიონალური ლიმფური კვანძების მნიშვნელოვანი გადიდება. აბდომინური ფორმების დროს შესაძლებელია მწვავე მეზადენიტის სიმპტომები. ტულარემიული ბუბონების დროს პერიადენიტი არ აღინიშნება, ბუბონების დაჩირქება იშვიათია და ხდება მოგვიანებით პერიოდში (დაავადების მე-3 კვირაზე). ცხელება გრძელდება 5-დან 30 დღემდე (ხშირად 2-3 კვირა). რეკონვალესცენციის პერიოდში შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი. თვალ-ბუბონური ფორმის დროს გარდა ლიმფური კვანძების ტიპური დაზიანებისა, დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული [[კონიუნქტივიტი]], ქუთუთოების შეშუპებით, წყლულებით კონიუნქტივაზე; ზიანდება ერთი თვალი. პროცესი გრძელდება რამდენიმე თვე, მხედველობა აღდგება სრულად. ანგინოზურ-ბუბონური ფორმის დროს გარდა ტიპური [[ბურბონები|ბუბონებისა]], ვითარდება სპეციფიკური ტონზილიტი. იგი ვლინდება ტკივილით ყლაპვისას, ნუშურების, სასის რკალების ნეკროზული ცვლილებებით, დაზიანებულ უბნებზე ფიბრინული ნადების გაჩენით, რომელიც მოგვაგონებს დიფთერიულს. წყლულები ნელა ხორცდება. აბდომინური ფორმისათვის დამახასიათებელია ტკივილი მუცელში, მეტეორიზმი, შეკრულობა, პალპაციით – მტკივნეულობა მეზენტერული ლიმფური კვანძების მიდამოში. ტულარემიის ფილტვისმიერი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, განმეორებითი შემცივნებებითა და უხვი ოფლდენით. ავადმყოფები უჩივიან ტკივილს მკერდის არეში, ხველას, თავდაპირველად მშრალს, შემდეგ კი ლორწოვან-ჩირქოვანს, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის კეროვანი ან წილოვანი ინფილტრაცია. პნევმონია ხასიათდება დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობით, რეციდივებით<ref name=CDC2015Tx>{{cite web|title=Diagnosis and Treatment Tularemia|url=https://www.cdc.gov/tularemia/diagnosistreatment/index.html|website=CDC|accessdate=8 November 2017|language=en-us|date=October 2015}}</ref><ref name=CDC2016Doc>{{cite web|title=Clinicians Tularemia|url=https://www.cdc.gov/tularemia/clinicians/index.html|website=www.cdc.gov|accessdate=8 November 2017|language=en-us|date=September 2016}}</ref><ref>{{Cite journal| author= Whipp MJ |author2=Davis JM |author3=Lum G|title = Characterization of a novicida-like subspecies of Francisella tularensis isolated in Australia | year = 2003 | journal = [[Journal of Medical Microbiology ]]| pages = 839–42 | volume = 52 |issue = Pt 9 |pmid = 12909664 | doi=10.1099/jmm.0.05245-0 |displayauthors = 3 |last4 = De Boer |last5 = Zhou |last6 = Bearden |last7 = Petersen |last8 = Chu |last9 = Hogg }}</ref>.
 
==პათოგენეზი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტულარემია“-დან