არჩილ ჯორჯაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამოღებულია უწყარო ინფორმაცია
ხაზი 9:
 
[[1904]] წელს არჩილ ჯორჯაძე იყო მიწვეული ჟენევაში, როგორც ქართული პოლიტიკური ფრაქციების კონფერენციის ორგანიზატორთაგანი, რომელზეც შეიქმნა ,,საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია" — პირველი ეროვნული პოლიტიკური პარტია საქართველოში. არჩილ ჯორჯაძე იყო ფედერალისტთა პარტიის აღიარებული ლიდერი და მთავარი იდეოლოგი. მის სახელთანაა დაკავშირებული ახალი მოძღვრების — სოციალიზმ-ფედერალიზმის ჩამოყალიბება.
 
[[1905]] წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა გაზეთებში: “[[ისარი (გაზეთი)|ისარი]]”, “[[ამირანი (გაზეთი)|ამირანი]]”. შექმნა “საერთო ნიადაგის თეორია”, რომელიც მოუწოდებდა ერის ერთიანობისაკენ და უარყოფდა კლასობრივ დაპირისპირებას. არჩილ ჯორჯაძე მთლიანად ილია ჭავჭავაძეზე იყო ამოზრდილი და მისი ღვაწლი იტვირთა. ილია ჭავჭავაძის შემდეგ თუ ვინმეს შეეძლო ემეთაურა აპოლიტიკური ბრძოლებისათვის, ეს არჩილ ჯორჯაძე იყო.
 
ნარკვევში “პუბლიცისტი – ილია ჭავჭავაძე” არჩილ ჯორჯაძე მიიჩნევს, რომ “პოლიტიკური სიმბოლო [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძისა]] გამოისახება ეროვნული ცხოვრების აღორძინების საჭიროებაში”. არჩილ ჯორჯაძის დასკვნით, ილიამ “გაასამართლიანა და დააკანონა” პატრიოტიზმის გრძნობა. მან დაუდო საფუძველი ჩვენს ეროვნულ პროგრამას თავისი პუბლიცისტური ნააზრევით. არჩილ ჯორჯაძეს სწორედ ეროვნული საკითხი მიაჩნია ილიას მოღვაწეობის საუკეთესო ნაწილად; იგი აფასებს ილიას ნააზრევს ენისა და ქრისტეს სჯულის შესახებ; თვლის, რომ მისი მოსარჩლეობა არ ყოფილა ცრუ პატრიოტული ხასიათისა და ის დაფუძნებული იყო დაფიქრებაზე, ფაქტებზე, ცოდნასა და მეცნიერულ ჭეშმარიტებაზე.
 
ჯორჯაძე აკრიტიკებდა [[ნოე ჟორდანია|ნოე ჟორდანიასა]] და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. იგი მე-19 საუკუნის აჯანყებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად მიიჩნევდა. არჩილ ჯორჯაძე იყო [[დიმიტრი ყიფიანი|დიმიტრი ყიფიანის]] პირველი ბიოგრაფი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის (1914) ინიციატორი.
 
არჩილ ჯორჯაძის თხზულებებია “სამშობლო და მამულიშვილობა”, “მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის” და სხვა. ქმნიდა ფილოსოფიურ ნაწარმოებებს: “წერილები იტრიის წისქვილიდან”, “ინდური ფილოსოფია” და “ტოლსტოის მსოფლმხედველობა”, სადაც ადამიანის არსებობის, მისი ყოფიერების საზრისის, ბედნიერებისა და ეთიკური საწყისის საკითხებს სვამდა.
 
“წერილები იტრიის წისქვილიდან” თითქოს ეხმიანება ალფონს დოდეს ნოველების კრებულს: “წერილები ჩემი წისქვილიდან! ალფონს დოდეს კრებულის სულისკვეთებაა – როგორ კვდება ფრანგული პროვინცია. არჩილ ჯორჯაძის კრებულის სულისკვეთებაა – როგორ კვდება ქართული პროვინცია…
 
არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა [[1913]] წელს ბათუმში. როცა ის გარდაიცვალა, [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] ასე დაატირა: – დავკარგეთ კაცი, რომელსაც ჩვენ შორის ყველაზე უკეთ შეეძლო ილიას ცხოვრების აღწერაო. არა მხოლოდ აღწერა – არჩილ ჯორჯაძე ის მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო ილიას ენერგიითა და თავგანწირვით გაეგრძელებინა ამ დიდი ერისკაცის გზაც.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. თბილისში არსებობს მისი სახელობის [[არჩილ ჯორჯაძის ქუჩა|ქუჩა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_ჯორჯაძე“-დან