ევთანაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ევთანაზია თავის მხრივ წარმოშობს [[საქართველოს კონსტიტუცია|საქართველოს კონსტიტუციით]] გათვალისწინებულ ორ ძირითად უფლებას შორის დაპირისპირებას, ესენია: თავისუფლების ავტონომია და სიცოცხლის უფლება. თავისუფლების ავტონომიაში მოიაზრება პირადი ცხოვრების თავადვე განკარგვა და სხვისი ჩარევის დაუშვებლობა, ხოლო [[ადამიანის სიცოცხლის უფლება]] ის უფლებაა, რომელიც ყველა უფლების წინაპირობას წარმოადგენს და არავის არ აქვს უფლება ხელყოს ის. [[თავისუფლება|თავისუფლების]] ავტონომიის მომხრე ქვეყანას წარმოადგენს შვეიცარია, სადაც დაშვებულ ნორმად მიიჩნევა ევთანაზია. მეტიც, ადამიანები, რომელთა ქვეყნებშიც ევთანაზია აკრძალულია, შვეიცარიაში სწორედ იმისთვის მიდიან, რომ ეს პროცესი იქ განახორციელონ. [[შვეიცარიის მთავრობა|შვეიცარიის მთავრობის]] აზრით, აუცილებელია შეზღუდვის დაწესება, რაშიც მოიაზრება მხოლოდ იმ ადამიანების მოკვდინება, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ ეს. შვეიცარიის კანონმდებლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ევთანაზია არ უნდა იქცეს ბიზნესად შვეიცარიის კლინიკებისთვის და უნდა დაწესდეს აკრძალვის რაიმე ფორმა.
 
ევთანაზიის შესახებ არსებობს ორი ცნება: „პასიური [[პასიური ევთანაზია]]“ევთანაზია“ და „[[აქტიური„აქტიური ევთანაზია]]“ევთანაზია“. პასიურ ევთანაზიაზე საუბრისას განასხვავებენ [[დისთანაზია|დისთანაზიისა]] და [[ორთოთონაზია|ორთოთონაზიის]] ცნებებს. მოცემული პროცესები ხშირ შემთხვევაში ჰუმანურ აქტად ითვლება. ავადმყოფებს დამახასიათებელი [[ფსიქოლოგია]] აქვთ, გარემოსთან ურთიერთობის ინდივიდუალური ხასიათი, ავადმყოფთა ასეთი [[დიფერენციაცია]] კი ექიმს კარნახობს, რომ თვითონაც დიფერენციული იყოს მათთან ურთიერთობისას. ყველა ავადმყოფს ინდივიდუალური, [[უნიკალური თვისებები]], მიდრეკილებები და სურვილები გააჩნია.
 
== ევთანაზია საქართველოში ==
არაერთგვაროვანი შეხედულებებიდან გამომდინარე მიმდინარეობს არაერთი კვლევა, რათა დადგინდეს პროცენტული მაჩვენებელი თუ ვინ ემხრობა ან ეწინააღმდეგება ამ პროცესს. ერთ–ერთი გამოკითხვის თანახმად გამოკითხული იქნა [[მართლმადიდებლური ეკლესია|მართლმადიდებლური ეკლესიის]] [[სასულიერო პირი|სასულიერო პირები]], რომელთა რაოდენობა შეადგენდა 50 რესპოდენტს. გამოკითხვის დროს დადგინდა, რომ რესპოდენტთა 19%-ს არ ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ. დანარჩენი რესპოდენტების შეხედულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 12% არ ეთანხმება ევთანაზიას; 30% ეთანხმება; 30% ნეიტრალურ პოზიციას იკავებს და 16% სავსებით ეთანხმება ევთანაზიას. საბოლოო ჯამში ევთანაზიის მომხრეების რაოდენობა აღემატებოდა სხვა შეხედულებების მქონე პირთა რაოდენობას, რის საფუძველზეც შესაძლოა დავასკვნათ, რომ მიზანშეწონილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევთანაზიის შესახებ [[რელიგია|რელიგიური]], სამედიცინო, [[კულტურა|კულტურული]], სოციალური და სამართლებრივი კუთხით.
 
1989 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციამ მოაწყო ექიმთა ანონიმური გამოკითხვა ევთანაზიის მიზანშეწონილობის შესახებ, რის შედეგადაც გამოკითხულთა 60-ზე მეტმა პროცენტმა ევთანაზიას დაუჭირა მხარი. განსხვავებული მდგომარეობაა [[აღმოსავლეთ ევროპა|აღმოსავლეთ ევროპის]] ყოფილი [[სოციალისტური ქვეყნების ბანაკის სახელმწიფოებიბანაკი|სოციალისტური ქვეყნების ბანაკის სახელმწიფოებში]], სადაც ევთანაზიის მოწინააღმდეგეთა რიცხვი ბევრად სჭარბობს მომხრეებს.
 
== ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მოკვდინება ==
ევთანაზია გულისხმობს უკურნებელი სენით დაავადებული და ტკივილებისგან გატანჯული ადამიანის [[უმტკივნეულო მოკვდინება|უმტკივნეულო მოკვდინებას]]. მიუხედავად ამგვარი განმარტებისა ევთანაზია მიუღებელია მაშინ, როცა პაციენტი კომაშია ( [[ვეგეტატიური მდგომარეობა|ვეგეტატიურ მდგომარეობაშია]] ) და ამ გადაწყვეტილებას თავად არ იღებს. ხშირ შემთხვევაში ასეთ პაციენტებს დაზიანებული აქვთ ტვინის ნაწილი და არ შეუძლიათ [[გარემო|გარემოს]] აღქმა. გარკვეულ შემთხვევაში ხდება პაციენტებისთვის [[ფსიქოლოგიური დახმარება|ფსიქოლოგიური დახმარების]] გაწევა, რათა მათ შეძლონ თავიანთი მარადიული ყოფნის განხორციელება, ჰქონდეთ საკუთარი სიკვდილის დროის დადგენის პრეროგატივა. ზოჯერ კი ასეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის ერთადერთი საშუალება აპარატიდან გამორთვა ხდება, რადგან ასეთ ადამიანებს მკურნალობისთვის ესაჭიროებათ გარკვეულ თანხები, რაც ხშირ შემთხვევაში არ მოეპოვებათ.
 
== ევთანაზია — „სასიამოვნო სიკვდილი“==