პირველი მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

=== პირველი საბრძოლო მოქმედებები დასავლეთ ფრონტზე ===
 
გერმანელები შესანიშნავად აცნობიერებდნენ, რომ ერთდროულად ომი საფრანგეთთანაც და რუსეთთანაც ძალიან რთული იქნებოდა. ისიც ცნობილი იყო, რომ საფრანგეთი ბევრად სწრაფად ჩაატარებდა მობილიზაციას, ამიტომ გადაწყდა, რომ საფრანგეთისთვის, რაც შეიძლება მალე, მიეყენებინათ ძლიერი დარტყმა, რათა რუსეთთან უფრო თავისუფლად ეომათ. მიიჩნეოდა, რომ ფრანგები, უპირველეს ყოვლისა, ეცდებოდნენ, [[1870]] წელს დაკარგული ელზასის და ლოტარინგიის დაბრუნებას, ამიტომ გერმანელებმა ჯარები ჩრდილოეთიდან - ბელგიიდან შეიყვანეს და განიზრახეს, ფრანგებისთვის ზურგიდან დაერტყათ. ეს გეგმა ეკუთვნოდა გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს გრაფ [[ალფრედ ფონ შლიფენშლიფენი|ალფრედ ფონ შლიფენს]]. ეს გეგმა არ მოიწონა ახალმა მეთაურმა [[ჰელმუტ მოლტკე|ჰელმუტ ფონ მოლტკემოლტკემ]] და მანვე შეცვალა. ახალი მონახაზის მიხედვით, ბელგიის გავლით საფრანგეთში შეჭრის შემდეგ, ჯარები ელზასსა და ლოტარინგიაში უნდა გაემაგრებინათ. მოგვიანებით ეს ცვლილება ძალიან ძვირად დაუჯდა გერმანიას.
 
გერმანიის ჯარი იყო ძალიან კარგად გაწვრთნილი და მათი არტილერია იმ დროინდელ მსოფლიოში საუკეთესო იყო, ხოლო საფრანგეთის ჯარის უპირატესობად მათი საბრძოლო ჟინი მიიჩნეოდა. ამიტომ ფრანგებმა გადაწყვიტეს, თავიდანვე ინიციატივა საკუთარ ხელში აეღოთ და მთავარი დარტყმა, სწორედ, ელზასზე და ლოტარინგიაზე განეხორციალებინათ.
2,600

რედაქტირება